შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N2 და №N140 ლიცენზიების გადაპირებისა და კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9,

ნომერი: 127 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2010

მიღების თარიღი მარტი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” (09.03.2010 №6/805-10) და წარმოუდგინა შპს ”სილქნეტთან” 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N2 და №N140 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების, შპს ”სილქნეტისთვის” გადაცემას.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” კომისიის 2005 წლის 15 ივლისის №510/1 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N2, ხოლო კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №60/5 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N140 ლიცენზიებს,  კერძოდ:

1.      ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N2 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-1 (რვა-ექვსი-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 15.07.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2.      ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N140 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ქ.ბათუმი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 2XXXX, 4XXXX, 5XXXX, 7XXXX;

ქობულეთის რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 60XXX, 63XXX-69XXX;

ხულოს რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 7XXXX;

ქედის რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 5XXXX;

ხელვაჩაურის რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 4XXXX;

შუახევის რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 6XXXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 28 იანვრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

            კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია ხელშეკრულების წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში ამოწმებს ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას ან მოქმედებს ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად”, ხოლო 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ  დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი”. 2010 წლის 12 მარტის მდგომარეობით შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” არის ქ.ბათუმის ნუმერაციის რესურსის 54.79%-ის მფლობელი,ხოლო შპს ”სილქნეტი” არის ქ.ბათუმის ნუმერაციის რესურსის 13.70%-ის მფლობელი. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის გათვლებით, კომისიის მიერ შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”სილქნეტს” შორის გადაპირებაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში შპს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსის საერთო წილი ქ.ბათუმში გახდება 68.49%.

            კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლგიური წესების” მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით სისტემური რისკ-ფაქტორების შეფასება განხორციელებულ უნდა იქნას მსურველი პირების მხრიდან ამ რესურსებზე პოტენციური მოთხოვნის, ამოწურვადი რესურსების ხელმისაწვდომობის და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფის, ამ რესურსების გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეზე მომხმარებლების მხრიდან ჩამოყალიბებული მოთხოვნის ზრდის ფაქტორების გაანალიზებით”. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითრებისა და კონკურენციის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ”სილქნეტის” მიერ ქ.ბათუმში ნუმერაციის რესურსის 68.49%-ის ფლობა (ანუ დამატებითი 40000 სააბონენტო ნომერი) ვერ გახდება კონკურენციის შემზღუდველი ფაქტორი, არ შექმნის ბაზარზე შესვლის რაიმე სისტემურ დაბრკოლებას და არ ეწინააღმდეგება ”მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლგიური წესების” მე-20 მუხლის მე-4 პუნქტში ასახულ მიზნებს.

გასათვალისწინებელია, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” წარმოადგენს შპს ”სილქნეტის” აფილირებულ პირს, კერძოდ, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” წარმოადგენს შპს ”სილქნეტის” დამფუძნებელსა და საწესდებო კაპიტალის 5.86%-იანი წილის მფლობელს, რაც დასტურდება შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ამონაწერით შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ პარტნიორთა კრების ოქმიდან, რომლის შესაბამისად შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ აქტივები (მათ შორის ყველა ის ტექნიკური საშუალება, რითაც კომპანია ახორციელებდა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მოსახურების მიწოდებას) შეტანილ იქნა შპს „გაერთიანებული კვანძების“ საწესდებო კაპიტალში, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 2 მარტის NB10029444/3 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „სილქნეტი“.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს “აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N2 და  №N140 ლიცენზიების გადაპირება და შპს ”სილქნეტისათვის” ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კომისიაში 2010 წლის 12 მარტს შემოვიდა შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” წერილი №6/841-10, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” წყვეტს ავტორიზებულ პირებთან არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის ურთიერთჩართვას. აღნიშნული განპირობებულია შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ შპს ”სილქნეტისათვის” მატერიალური და არამატერიალური აქტივებისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გადაცემით, რომლითაც კომპანია ახორციელებდა საქმიანობას საკომუნიკაციო ბაზარზე. კომისიაში წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების დამტკიცების შემთხვევაში შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” აღარ ეყოლება ბოლო მომხმარებელი. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტი, რომლის შესაბამისად, ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება”; წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო მომხმარებლებისა და შპს ”ვანექსთან” ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების გათვალისწინებით მათთვის მომსახურების მიწოდებას წყვეტის გარეშე განახორციელებს შპს ”სილქნეტი” მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით.

კომისია აღინიშნავს, რომ შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებების შესაბამისად ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად და დაეკისრა რიგი სპეციფიკური ვალდებულებებისა. შპს ”სილქნეტის” მხრიდან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების, ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში არ დაუშვას მონოპოლიური მდგომარეობა და ხელი შეუწყოს ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, რაც გამოიხატება საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში და ერთი ან რამოდენიმე აფილირებული ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილებაში, აუცილებელია, კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა, შპს ”ვანექსის”, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის შპს ”სილქნეტით” ჩანაცვლების მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის მიერ მიღებული იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიზანშეწონილია საჯარო ადმინისტრაციული  წარმოების დაწყება კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის მეორე პუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ (3 წევრის თანხმობით, 1 წევრმა თავი შეიკავა) კენჭისყრის შედეგად,

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N2 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”სილქნეტი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-1 (რვა-ექვსი-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 15.07.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N140 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”სილქნეტი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ქ.ბათუმი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 2XXXX, 4XXXX, 5XXXX, 7XXXX;

ქობულეთის რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 60XXX, 63XXX-69XXX;

ხულოს რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 7XXXX;

ქედის რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 5XXXX;

ხელვაჩაურის რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 4XXXX;

შუახევის რაიონი, სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 6XXXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 28 იანვრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიების გადაპირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. შპს ”სილქნეტს” დაევალოს ბოლო მომხმარებელს მომსახურების გაწევა შეფერხების გარეშე შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ ბოლო მომხმარებლისთვის შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობებით ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის მანძილზე ან შესთავაზოს უკეთესი პირობები;

5. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით;

6. ზეპირი მოსმენა დაინიშნოს 2010 წლის 16 აპრილს 16.00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

9. გადაწყვეტილება (გარდა მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილების  მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია), ხოლო მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე - სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                              ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                              კ.კვიტაიშვილი