შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N156 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ

ნომერი: 214 / 5

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2010

მიღების თარიღი აპრილი 30, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” (14.04.2010 №6/1157-10) და წარმოუდგინა შპს ”ახტელთან” 2010 წლის 12 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N156 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ახტელისთვის” ნაწილობრივ გადაცემას, კერძოდ სატელეფონო სასადგურო ინდექსი 546900-დან 546999 ჩათვლით და 548900-დან 548999 ჩათვლით, სულ 200 სააბონენტო ნომრის გადაცემას, შესაბამისი უფლება-ვალდებულებებით.

       კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელები” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N156 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 21XXXX, 245XXX-249XXX, 32XXXX, 33XXXX, 52XXXX, 53XXXX, 540XXX-543XXX, 545XXX, 546900-დან 546999 ჩათვლით, 547XXX, 548900-დან 548999-ის ჩათვლით 57XXXX, 58XXXX, 59XXXX, 65XXXX, 69XXXX, ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

            კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია ხელშეკრულების წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში ამოწმებს ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას ან მოქმედებს ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად”, ხოლო ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ  დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი”.

კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 27 აპრილის №10/537-10 სამსახურებრივი ბარათის თანახმად ქ.თბილისში არსებული რესურსია 800000 სააბონენტო ნომერი. შპს ”ახალი ქსელები” ფლობს 124200 სააბონენტო ნომერს, რაც შეადგენს ქ.თბილისში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის 15.525%-ს, ხოლო შპს ”ახტელი” ფლობს 68800 სააბონენტო ნომერს, რაც შეადგენს ქ.თბილისის ნუმერაციის რესურსის 8.6%-ს. შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” წარმოადგენენ აფილირებულ პირებს და მათი საერთო წილი ქ.თბილისში შეადგენს 24.125%-ს. წარმოდგენილი გადაპირების დამტკიცების შემთხვევაში შპს ”ახალი ქსელები” გახდება ქ.თბილისის ნუმერაციის რესურსის 15.5%-ის, ხოლო შპს ”ახტელი” 8.625%-ის წილის მფლობელი, ხოლო მათი საერთო წილი როგორც აფილირებული პირებისა დარჩება უცვლელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი გადაპირება არ ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტს და შესაძლებელია აღნიშნული გადაპირების დამტკიცება.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2010 წლის 19 აპრილის №10/504-10 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” წარმოადგენენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს კომისიის მიერ გამოკვლეულ ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის რამოდენიმე სეგმენტზე. ამასთან, შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელი” წარმოადგენენ აფილირებულ პირებს - შპს ”ახალი ქსელები” არის შპს ”ახტელის” 100% წილის მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, მათ შორის ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსის 200 სააბონენტო ნომრის გადაპირება, მით უმეტეს, თუ ამ ნომრებზე არ ჰყავთ აბონენტები, არ გამოიწვევს საბაზრო წილების ცვლილებას, აგრეთვე ვერ გახდება ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი ფაქტორი. შესაბამისად, ამ კუთხით არ არსებობს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებები ან რაიმე სახის პირობების გათვალისწინების აუცილებლობა ნუმერაციის რესურსის გადაპირებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N156 ლიცენზიას უნდა გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი 546900-დან 546999 ჩათვლით და 548900-დან 548999 ჩათვლით, სულ 200 სააბონენტო ნომერი ქ.თბილისში, მის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახტელი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N156 ლიცენზიას გამოეყოს ნუმერაციის რესურსის ნაწილი, 546900-დან 546999 ჩათვლით და 548900-დან 548999 ჩათვლით (სულ 200 სააბონენტო ნომერი) ქ.თბილისში, მასზე გაიცეს №N165 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია და მის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახტელი”.

2. შპს ”ახტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N165 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 546900-დან 546999 ჩათვლით და 548900-დან 548999 ჩათვლით (სულ 200 სააბონენტო ნომერი), ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N156 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი: 21XXXX, 245XXX-249XXX, 32XXXX, 33XXXX, 52XXXX, 53XXXX, 540XXX-543XXX, 545XXX, 547XXX, 57XXXX, 58XXXX, 59XXXX, 65XXXX, 69XXXX, ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”ახალი ქსელები”-სა სა შპს ”ახტელი”-სთვის ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-2 პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი