შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფსა” და შპს ”სკაი სერვისს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N73 და №N87 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 220 / 5

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2010

მიღების თარიღი მაისი 07, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა” (29.03.2010 №6/1076-10) და წარმოუდგინა შპს ”სკაი სერვისთან” 2010 წლის 15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N73 და №N87 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების, შპს ”სკაი სერვისისათვის” სრულად გადაცემას.

       კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებს, კერძოდ:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N73 ლიცენზიას, კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №356/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-53 ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №356/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად:

918.75  ლარი    -   2006 წლის 11 სექტემბრამდე;

918.75  ლარი    -   2006 წლის 11 ოქტომბრამდე;

918.75  ლარი    -   2006 წლის 11 ნოემბრამდე;

918.75  ლარი    -   2006 წლის 11 დეკემბრამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 იანვრამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 თებერვლამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 მარტამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 აპრილამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 მაისამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 ივნისამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 ივლისამდე;

918.75  ლარი    -   2007 წლის 11 აგვისტომდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N87 ლიცენზიას, კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის №77/5 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 185XXX (1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2007 წლის 26 იანვრიდან  1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2010 წლის 27 აპრილის №10/538-10  სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” სრულად აქვს შესრულებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N73 ლიცენზიიდან გამომდინარე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის  (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

         კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია ხელშეკრულების წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში ამოწმებს ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას ან მოქმედებს ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად”, ხოლო ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ  დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი”.  

კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 04 მაისის №10/564-10 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ქ.თბილისში არსებული რესურსია 800000 სააბონენტო ნომერი. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N87 ლიცენზიის შესაბამისად შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი”  ფლობს 1000 სააბონენტო ნომერს, რაც ქ.თბილისში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის 0.13%-ს შეადგენს, ხოლო შპს ”სკაი სერვისს” არ გააჩნია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი გადაპირება არ ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტს, შპს კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ შესრულებულია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N73 და №N87 ლიცენზიებით განსაზღვრული პირობები და შესაძლებელია აღნიშნული გადაპირების დამტკიცება.

დამატებით კომისია აღნიშნავს, რომ გადაპირების დამტკიცების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” ბოლო მომხმარებლების ინტერესები, რათა შპს ”სკაი სერვისის” მიერ მომხმარებლებისათვის მომსახურების მიწოდება განხორციელდეს წყვეტის გარეშე და შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით. შპს ”სკაი სერვისს” უნდა დაევალოს მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა შეფერხების გარეშე შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობებით, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის მანძილზე, ან შესთავაზოს უკეთესი პირობები

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2010 წლის 19 აპრილის №10/503-10 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ”სკაი სერვისი”, აგრეთვე მისი დამფუძნებელი ფიზიკური პირი, კომისიის უწყებრივ რეესტრის მონაცემების შესაბამისად, არ წარმოადგენს აფილირებულ პირს სხვა რომელიმე ავტორიზებულ პირთან. შპს ”სკაი სერვისი” არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს კომისიის მიერ გამოკვლეულ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის რომელიმე სეგმენტზე, შესაბამისად, არ არსებობს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება ან რაიმე სახის პირობის გათვალისწინების აუცილებლობა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირებისათვის.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფსა” და შპს ”სკაი სერვისს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N73 და №N87 ლიცენზიების გადაპირების დამტკიცება და შპს ”სკაი სერვისი”-სათვის ახალი სალიცენზიო მოწმობების გაცემა.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის  და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N73 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”სკაი სერვისი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-53 ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N87 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”სკაი სერვისი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 185XXX (1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. შპს ”სკაი საერვისს” დაევალოს მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა შეფერხების გარეშე შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის”  მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობებით, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის მანძილზე, ან შესთავაზოს უკეთესი პირობები;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისა” და შპს ”სკაი სერვისისათვის” ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების და მეორე პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებისა და მეორე პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი