შპს ”მობიტელისთვის” არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 547 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2010

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 9 ნოემბერს,  შპს ”მობიტელმა” კომისიას მიმართა განცხადებით  №623/01, საბაზო სადგურების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით ცალკეულ მონაკვეთებზე 6გჰც დიაპაზონში რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     შპს ”მობიტელის” მიერ განცხადებაში განსაზღვრულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების აგებისა და ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირეები და შეთანხმებისთვის მიმდინარე წლის 18 ნოემბერს შპს ”მობიტელს”  ეცნობა წერილით №06/2446-10. აღნიშნულ წერილში განსაზღვრული სიხშირეების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ    შპს ”მობიტელმა” მიმდინარე წლის 26 ნოემბერს კომისიას მიმართა თანხმობის  წერილით №659/10.

      კომისია ასევე   აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი”  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს,  ფლობს  სხვადასხავა  სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით   სარგებლობის   F5, F42 და F59 ლიცენზიებს, მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობისთვის.      

    კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს  კომპენსაცია”.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ” მობიტელს” „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  78321.6 (სამოცდათვრამეტი ათას სამას ოცდაერთი  ლარი და სამოცი თეთრი)  ლარს.        

      კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის,   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს ”მობიტელს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით - შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2020  წლის  3 დეკემბრამდე,  აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  შპს ”მობიტელს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 78321.6 (სამოცდათვრამეტი ათას სამას ოცდაერთი  ლარი და სამოცი თეთრი)  ლარი;        

3.   უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 78321.6 (სამოცდათვრამეტი ათას სამას ოცდაერთი  ლარი და სამოცი თეთრი) ლარის  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში:

მიმღები: 

ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა - 200122900;

ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

კოდი - 220101222;

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს  ”მობიტელის”  მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5. შპს ”მობიტელის” მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 78321.6 ( სამოცდათვრამეტი ათას სამას ოცდაერთი  ლარი და სამოცი თეთრი)   ლარის  გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;

6.   აღირიცხოს შპს ”მობიტელისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ”მობიტელის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”მობიტელისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)  1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის    წევრი                                                                                ს.ბრიტანჩუკი                          

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი

2010 წლის 3 დეკემბრის კომისიის №   547/13 გადაწყვეტილების დანართი

 

       მონაკვეთები,კოორდინ

ატები

სიხშირეები

 

MHz

სიხშირული

ზოლი

სიმძლ

ავრე

N

A

B

A

B

MHz

w

1

თბილისი (მ.მახათა)

N41 42 37.52

E044 49 47.37

თბილისი (დიდი დიღომი,კომუტატორი)

N41 47 26.85

E044 45 56.69

6840.0

 

6920.0

6500.0

 

6580.0

 

40

 

40

1

 

1

2

თბილისი (დიდი დიღომი,კომუტატორი)

N41 47 26.85

E044 45 56.69

კოჯორი

N41 40 11.00

E044 41 18.00

6500.0

 

6580.0

6840.0

 

6920.0

40

 

40

1

 

1

3

გორი TV ანძა

N42 01 55.37

E044 02 51.11

ხაშური TV ანძა

N41 40 11.00

E043 33 39.00

6840.0

 

6920.0

6500.0

 

6580.0

40

 

40

1

 

1

4

ზესტაფონი (ალავერდი)

N42 03 34.60

E043 03 42.00

ქუთაისი TV ანძა

N42 16 47.40

E042 44 11.20

5945.2

 

6093.45

6197.24

 

6345.49

29

 

29

1

 

1

5

ქუთაისი TV ანძა

N42 16 47.40

E042 44 11.20

სენაკი TV ანძა

N42 17 23.13

E042 03 27.78

6197.24

 

6345.49

5945.2

 

6093.45

29

 

29

1

 

1

6

ბორჯომი TV ანძა

N41 49 25.71

E043 22 59.45

ახალციხე TV ანძა

N41 37 48.40

E042 57 24.22

6840.0

 

6920.0

6500.0

 

6580.0

40

 

40

1

 

1

7

თბილისი TV ანძა

N41 41 46.27

E044 47 07.19

თბილისი ტექსტილის ფაბრიკა

N41 39 57.78

E044 54 27.44

6375.14

 

6315.84

6123.1

 

6063.8

29

 

29

1

 

1