შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 138 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2011

მიღების თარიღი მარტი 25, 2011

 

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიამ”  კომისიას მიმართა განცხადებით  (№361,01.12.10) ქ.თბილისში, ქ.ბათუმში, ქ.ქობულეთში, აგრეთვე  მცხეთისა და  გარდაბნის მუნიცეპალიტეტის სოფლებში (მუხრანი, ნორიო და მარტყოფი) უსადენო დაშვების  ქსელის საბაზო ტერმინალებს შორის  რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, 7გჰც და 18გჰც სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსარელეო   სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

          კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯია” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი, 2010 წლის 15 თებერვალი, A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა) და ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს  (F48 მოქმედების ვადა 05.05.2016 და F53 მოქმედების ვადა 18.01.2017) რადიოსიხშირულ ზოლში (2299მჰც ÷ 2350მჰც) უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე.

      შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” 7გჰც და 18გჰც დიაპაზონებში რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის შერჩეულ იქნა  რადიოსიხშირეები:   18607.5მჰც ± 13.75მჰც და 19617.5მჰც ± 13.75მჰც; 18662.5მჰც ± 13.75მჰც და 19672.5მჰც ± 13.75მჰც; 18497.5მჰც ± 13.75მჰც და 19507.5მჰც ± 13.75მჰც; 18635.5მჰც ± 13.75მჰც და 19645.5მჰც ± 13.75მჰც,  თითოეული ზოლის სიგანით 27.5მჰც.  7138.5მჰც± 14მჰც და 7299.5მჰც ± 14მჰც,  7166.5მჰც± 14მჰც და 7327.5მჰც ± 14მჰც თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც;      თანხმობა აღნიშნული სიხშირეების გამოყენებაზე  შპს ”ვიტელ ჯორჯიამ”, კომისიას აცნობა წერილით №452,16.03.11 (რეგისტრაციის №6/1034-11,16.03.11).

    კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი   ან   რადიოსარელეო   ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის   შესაბამისად,   რომელიც   უნდა   შეიცავდეს   ქსელისა   და  სადგურების ძირითად

 

ტექნიკურ მახასიათებლებს,  10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება  „რადიოსიხშირული   სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”. ამავე პუნქტის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს  კომპენსაცია”.

      აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიას”,   „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, უნდა განესაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელმაც  შეადგინა  22225,32 (ოცდაორი ათას ორას ოცდახუთი ლარი  და 32 თეთრი) ლარი.

    კომისია აღნიშნავს, რომ   შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ  საქართველოს ცენტრალურ სახელმწუფო ბიუჯეტში წინასწარ იქნა გადახდილი  კომისიის მიერ  ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  22,225.32 (ოცდაორი ათას ორას ოცდახუთი ლარი  და 32 თეთრი) ლარს და აღნიშნული თანხის  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტრონული საგადახდო დავალება №304, 15 მარტი 2011),  კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა კომისიაში 2011 წლის 16 მარტს.  კომისიის აპარატის ფინანსურმა დეპარტამენტმა დაადასტურა შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ფაქტი.  

        კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ვიტელ ჯორჯიას”, რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით,  10 წლის ვადით - 2021  წლის  25 მარტამდე, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს     შპს ”ვიტელ ჯორჯიას”,  სიხშირული     რესურსით     სარგებლობის უფლების   მოსაპოვებლად   აუქციონის   საწყისი   საფასურის    ოდენობა  22,225.32 (ოცდაორი ათას ორას ოცდახუთი ლარი  და 32 თეთრი) ლარის ოდენობით;                                                                    

3. ცნობად იქნას მიღებული, რომ  შპს ”ვიტელ ჯორჯიას” უკვე გადხდილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  22,225.32 (ოცდაორი ათას ორას ოცდახუთი ლარი  და 32 თეთრი) ლარს;    

4. აღირიცხოს შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

5. საქართველოს კანონმდებლობის  ცვლილების  შემთხვევაში შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის”   რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში   იქნას  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ  №6)  1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე); 

 7.  გადაწყვეტილება      ძალაში      შევიდეს   ამ     გადაწყვეტილების     დამოწმებული    ასლის

 შპს  ”ვიტელ ჯორჯიასთვის”   ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის    წევრი                                                                               ს.ბრიტანჩუკი                                                                      

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი

 

 

თანდართული დოკუმენტები: