სს ”გლობალ ერთის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 152 / 6

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2011

მიღების თარიღი მარტი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიის რეგისტრაციის № 6/834-11 25.02.2011წ.) მიმართა სს ”გლობალ ერთმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N16  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გლობალ ერთიფლობს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N16 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-8 (რვა-ერთი-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-0-1-8 (ერთი-ნული-ერთი-რვა), საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 30.03.2011 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

სს ”გლობალ ერთს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N16 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2011 წლის 30 მარტს. შესაბამისად, სს ”გლობალ ერთის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

 ”ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი)  განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;”

ამავე მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე არ გამართულა ერთზე მეტი აუქციონი,  სს ”გლობალ ერთის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის  მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით.

კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო სამი წლის განმავლობაში (2008 წლის 29 მარტიდან - 2011 წლის 29 მარტამდე) სულ გამართულია 8 აუქციონი (იხ.დანართი N1). აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 453,750.00 (ოთხას ორმოცდაცამეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) სს „გლობალ ერთის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ რესურსზე შეადგენს 56,718.75 (ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდას თვრამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარს (453,750.00:8=56,718.75).

კომისიის 2011 წლის 25 მარტის სხდომაზე, სს „გლობალ ერთის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა რუსუდან გოგინავამ  აღნიშნა, რომ  სს ”გლობალ ერთს” დროზე ადრე შეუწყვიტეს საოფისე ფართის იჯარის ხელშეკრულება, რის გამოც კომპანია მ/წლის აპრილის თვეში გეგმავს ახალ საოფისე ფართში გადასვლას, რაც დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან (ტექნიკური კვანძის გადატანა მომსახურების შეუწყვეტლად, კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები და ა. შ.). გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიისთვის ერთდროულად რთულია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის და ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევა, მან შუამდგომლობა დააყენა კომისიის წინაშე, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგელობის საფასურის გადახდის ბოლო ვადად განესაზღვრათ 2011 წლის 25 მაისი.

კომისია აღნიშნავს, რომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით (საოფისე ფართის იჯარის ხელშეკრულებები) სს „გლობალ ერთის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ საკითხის განხილვა გადაიდო მ/წლის 29 მარტის სხდომაზე.                  სს ”გლობალ ერთმა” კომისიაში დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინა 2011 წლის 28 მარტს (N6/1298-11 25.02.2011წ.).

სს ”გლობალ ერთის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, 2011 წლის 29 მარტის სხდომაზე კომისიამ დააკმაყოფილა სს ”გლობალ ერთის” შუამდგომლობა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 56,718.75 (ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდას თვრამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 2011 წლის 25 მაისამდე გადახდასთან დაკავშირებით; რაც შეხება სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას, კომისიას მიაჩნია, რომ სალიცენზიო მოსაკრებელი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ უნდა იქნას 2011 წლის 1 აპრილამდე.

კომისიის სხდომაზე, სს „გლობალ ერთის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა რუსუდან გოგინავამ  დაადასტურა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის კომისიის მიერ განსაზღვრული საფასურის და სალიცენზიო მოსაკრებლის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ზემოაღნიშნულ ვადებში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ბ) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სს ”გლობალ ერთის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N16 ლიცენზიას 2011 წლის 30 მარტიდან 10 წლით - 2021 წლის 30 მარტამდე;

2. სს ”გლობალ ერთის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N16 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 56,718.75 (ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდას თვრამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი)  ლარით;     

3. უზრუნველყოს სს ”გლობალ ერთმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 56,718.75 (ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდას თვრამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2011 წლის 25 მაისამდე, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებლის  - 1000.00 (ერთი ათასი) ლარის გადახდა 2011 წლის 1 აპრილამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

4. სს ”გლობალ ერთი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. სს ”გლობალ ერთის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სს ”გლობალ ერთის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N16   ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

6. ცნობილ იქნას დანართი N1 წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”გლობალ ერთი”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „გლობალ ერთისთვის” ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3, და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

თანდართული დოკუმენტები: