შპს “მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N 31, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2007 წლის 29 ივნისის №365/1 და 20 დეკემბრის №781/1, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1, 2009 წლის 06

ნომერი: 210 / 2

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2011

მიღების თარიღი მაისი 03, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 01 აპრილის №168/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N 31, N102, N109, N112 და N126  ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2007 წლის                        29 ივნისის №365/1 და 20 დეკემბრის №781/1, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1, 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 და 2010 წლის 19 მარტის №141/5 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 03 მაისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად - ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელმა” კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიის რეგისტრაციის №№ 7/125-11, 7/126-11, 7/127-11, 7/128-11, 7/129-11, 7/130-11, 25.03.2011წ.) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N31, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად ლიცენზიათა მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”მობიტელი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს:

 ა) № N11 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 377 866 (სამას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას სამოცდაექვსი) სააბონენტო ნომერს;

ბ) № N31 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 552 188 (ხუთას ორმოცდათორმეტი ათას ას ოთხმოცდარვა) სააბონენტო ნომერს;

გ) № N102 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან  – 147 122 (ას ორმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) სააბონენტო ნომერს;

დ) № N109 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან  – 181 520 (ას ოთხმოცდაერთი ათას ხუთას ოცი) სააბონენტო ნომერს;

ე) № N112 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 252 795 (ორას ორმოცდათორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ) სააბონენტო ნომერს.

ვ) № N126 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 191 520 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცი) სააბონენტო ნომერს;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელის” ზემოაღნიშნულ განცხადებებს თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებლებზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრებისა და შპს ”მობიტელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებს, კერძოდ:

ა) კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N11 ლიცენზიას; ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2013 წლის 23 ივლისამდე;  ნუმერაციის რესურსი: 8-9-7 (რვა-ცხრა-შვიდი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან          5-9-7 (ხუთი-ცხრა-შვიდი) სულ 395 867 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდაშვიდი) კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის  № 789/22 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);

ბ) კომისიის 2010 წლის 19 მარტის №141/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N31 ლიცენზიას; ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2013 წლის  10 ოქტომბრამდე;  ნუმერაციის რესურსი: 8-6-8 (რვა-ექვსი-რვა), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-6-8 (ხუთი-ექვსი-რვა);

გ) კომისიის 2007 წლის 29 ივნისის №365/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N102 ლიცენზიას;  ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2017 წლის  29 ივნისამდე;  ნუმერაციის რესურსი: 8-7-9 (რვა-შვიდი-ცხრა), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-7-9 (ხუთი-შვიდი-ცხრა) სულ 157 453 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) კომისიის 2007 წლის 29 ივნისის № 365/1 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);

დ) კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №781/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N109 ლიცენზიას; ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2017 წლის 20 დეკემბრამდე; ნუმერაციის რესურსი: 8-7-1 (რვა-შვიდი-ერთი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-7-1 (ხუთი-შვიდი-ერთი) სულ 209 282 (ორას ცხრა ათას ორას ოთხმოცდაორი) კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის № 781/1 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);

ე) კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N112 ლიცენზიას; ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2018 წლის 02 მაისამდე;  ნუმერაციის რესურსი: 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-9-2 (ხუთი-ცხრა-ორი) სულ 294 608 (ორას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ექვსას რვა ) კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის № 591/5 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);

ვ) კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N126 ლიცენზიას; ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2018 წლის  26 სექტემბრამდე;  ნუმერაციის რესურსი: 8-7-4 (რვა-შვიდი-ოთხი), ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან 5-7-4 (ხუთი-შვიდი-ოთხი) სულ 215 663 (ორას თხუთმეტი ათას ექვსას სამოცდასამი) 2008 წლის 26 სექტემბრის № 559/1 გადაწყვეტილების №1 დანართით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX);

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 03 მაისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს “მობიტელის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №№ N11,  N31, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელედეს აღნიშნული ლიცენზიების მოდიფიცირება და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2007 წლის  29 ივნისის №365/1 და 20 დეკემბრის №781/1, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1, 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 და 2010 წლის 19 მარტის №141/5  გადაწყვეტილებებში  ცვლილებების შეტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N11 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”ა) ნუმერაციის რესურსი:  8-9-7 (რვა-ცხრა-შვიდი) სულ  377 866 (სამას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას სამოცდაექვსი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-7 (ხუთი-ცხრა-შვიდი) სულ 377 866 (სამას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას სამოცდაექვსი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX ) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

2. კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

3. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N31 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 19 მარტის №141/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-8 (რვა-ექვსი-რვა) სულ 552 188 (ხუთას ორმოცდათორმეტი ათას ას ოთხმოცდარვა) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-6-8 (ხუთი-ექვსი-რვა) სულ 552 188 (ხუთას ორმოცდათორმეტი ათას ას ოთხმოცდარვა) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირებისათვის;”

4. კომისიის 2010 წლის 19 მარტის №141/5 გადაწყვეტილებას დაემატოს  დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

5. კომისიის 2010 წლის 19 მარტის №141/5 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:

”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”

6. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 29 ივნისის №365/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”ა) ნუმერაციის რესურსი:  8-7-9 (რვა-შვიდი-ცხრა) სულ 147 122 (ას ორმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-7-9 (ხუთი-შვიდი-ცხრა) სულ 147 122 (ას ორმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

7. კომისიის 2007 წლის 29 ივნისის №365/1 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

8. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N109 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №781/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”ა) ნუმერაციის რესურსი:  8-7-1 (რვა-შვიდი-ერთი) სულ 181 520 (ას ოთხმოცდაერთი ათას ხუთას ოცი)  დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან -  5-7-1 (ხუთი-შვიდი-ერთი) სულ 181 520 (ას ოთხმოცდაერთი ათას ხუთას ოცი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

9. კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №781/1 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის  დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

10. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი) სულ 252 795 (ორას ორმოცდათორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-2 (ხუთი-ცხრა-ორი) სულ 252 795 (ორას ორმოცდათორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

11. კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

12. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N126 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-4 (რვა-შვიდი-ოთხი) სულ  191 520 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან -  5-7-4 (ხუთი-შვიდი-ოთხი) სულ 191 520 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

13. კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

14.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მობიტელისათვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

16. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);

17.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

 

თანდართული დოკუმენტები: