შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის” არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 214 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2011

მიღების თარიღი მაისი 06, 2011

 

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა”  კომისიას მიმართა განცხადებით (№66 11.04.2011) მონაკვეთებზე, ტაბახმელა - მცხეთა, კოჯორი - მთა ცივი (თელავი) და ყვარელი - სიღნაღი ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, 10 გჰც დიაპაზონში 28 მგჰც სიგანის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”   წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი, 2005 წლის 11ოქტომბერი,  A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა), აგრეთვე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას  F36 (მოქმედების ვადა 01.12.2016)  რადიოსიხშირულ ზოლებში (11083მჰც ÷ 11672მჰც, 11700მჰც ÷ 12289მჰც და 12228მჰც ÷ 12817მჰც) წერტილი მრავალწერტილი განაწილების სისტემით მომსახურეობისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში მათ შორის ქალაქებში:  თელავი,  ყვარელი,  სიღნაღი და  მცხეთა. მოთხოვნილი რადიოსარელეო სიხშირეები შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”  ესაჭიროება F36 ლიცენზიით გათვალისწინებული ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად.

     კომისია აღნიშნას, რომ შპს  ”გლობალ  კონტაქტ კონსალტინგისთვის”  შერჩეულ  იქნა  სიხშირე 10777მჰც ± 14მჰც  (ზოლის სიგანე 28მჰც),  ს.ტაბახმელიდან - ქ.მცხეთაში,  დ.კოჯორიდან - მთა ცივზე (თელავი) და ქ.ყვარლიდან - ქ.სიღნაღში განლაგებულ საბაზო ტერმინალებამდე სიგნალის  მისაწოდებლად,  ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის.  თანხმობა აღნიშნული სიხშირეების გამოყენებაზე  შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა”   კომისიას აცნობა წერილით  №69,15.04.11 (რეგისტრირებული №6/1502-11,15.04.11).

         კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი   ან  

რადიოსარელეო   ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს,  10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება „რადიოსიხშირული   სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს  კომპენსაცია”.

  აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”გლობალ  კონტაქტ კონსალტინგს”,   „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  4235,76 (ოთხი ათას ორას ოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს.  

     კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად,  საბაზო ტერმინალებამდე სიგნალის  მისაწოდებლად,   ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, ავტორიზებული  საქმიანობის განსახორციელებლად.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 

1.  მიენიჭოს შპს ”გლობალ  კონტაქტ კონსალტინგს” , რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საბაზო ტერმინალებამდე სიგნალის  მისაწოდებლად,   ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, ავტორიზებული  საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით,  10 წლის ვადით - 2021  წლის   6 მაისამდე, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს     შპს ”გლობალ  კონტაქტ კონსალტინგს”,  სიხშირული     რესურსით     სარგებლობის უფლების   მოსაპოვებლად   აუქციონის   საწყისი   საფასურის    ოდენობა  4235,76 (ოთხი ათას ორას ოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;         

3.  უზრუნველყოს შპს ”გლობალ  კონტაქტ კონსალტინგმა” ,  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული   საფასურის   ოდენობის  4235,76 (ოთხი ათას ორას ოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში   გადახდა 10 დღის ვადაში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით,

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი -TRECGE 22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  შპს ”გლობალ  კონტაქტ კონსალტინგის” მიერ აუქციონის   საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5. შპს ”გლობალ  კონტაქტ კონსალტინგის” მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 4235,76 (ოთხი ათას ორას ოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის  გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის  შესაბამისად;

6. აღირიცხოს შპს ”გლობალ  კონტაქტ კონსალტინგისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

7.  საქართველოს კანონმდებლობის  ცვლილების  შემთხვევაში შპს ”გლობალ  კონტაქტ კონსალტინგისთვის”  რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში   იქნას  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ  №6) 1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის    წევრი                                                                               ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი

 

თანდართული დოკუმენტები: