შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 215 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2011

მიღების თარიღი მაისი 06, 2011

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიამ”  კომისიას მიმართა განცხადებით (№386 22.03.2011) ქ.თბილისში, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ველისციხე, ვეჯინი, კარდანახი და ახალსოფელი) უსადენო დაშვების  ქსელის საბაზო ტერმინალებს შორის  რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, 7გჰც და 18გჰც სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსარელეო   სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯია”  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი, 2010 წლის 15 თებერვალი, A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა) და ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს  (F48 მოქმედების ვადა 05.05.2016 და F53 მოქმედების ვადა 18.01.2017) რადიოსიხშირულ ზოლში (2299მჰც ÷ 2350მჰც) უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” 7გჰც და 18გჰც დიაპაზონებში რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის შერჩეულ იქნა  რადიოსიხშირეები:   7138.5მჰც± 14მჰც და 7299.5მჰც ± 14მჰც,  7166.5მჰც± 14მჰც და 7327.5მჰც ± 14მჰც თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც;      18607.5მჰც ± 13.75მჰც და 19617.5მჰც ± 13.75მჰც; 18497.5მჰც ± 13.75მჰც და 19507.5მჰც ± 13.75მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 27.5მჰც.  თანხმობა აღნიშნული სიხშირეების გამოყენებაზე  შპს ”ვიტელ ჯორჯიამ”, კომისიას აცნობა წერილით №500,13.11.11 (რეგისტრირებული №7/156-11,13.04.11).

    კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი   ან   რადიოსარელეო   ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს,  10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება „რადიოსიხშირული   სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს  კომპენსაცია”.

  აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”ვიტელ ჯორჯიას”,   „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს 22946,56 (ოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს.        

        კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად,  ქ.თბილისში, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ველისციხე, ვეჯინი, კარდანახი და ახალსოფელი) განლაგებული უსადენო დაშვების  ქსელის საბაზო ტერმინალებს შორის მონაკვეთებზე  რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ვიტელ ჯორჯიას”, რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ.თბილისში, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ველისციხე, ვეჯინი, კარდანახი და ახალსოფელი) განლაგებული უსადენო დაშვების  ქსელის საბაზო ტერმინალებს შორის მონაკვეთებზე  რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით,  10 წლის ვადით - 2021  წლის  6 მაისამდე, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს     შპს ”ვიტელ ჯორჯიას”,  სიხშირული     რესურსით     სარგებლობის უფლების   მოსაპოვებლად   აუქციონის   საწყისი   საფასურის    ოდენობა 22946,56 (ოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი)    ლარის ოდენობით;         

3.  უზრუნველყოს შპს ”ვიტელ ჯორჯიამ”,  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული   საფასურის ოდენობის 22946,56 (ოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი)    ლარის   საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში  გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში;

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი -TRESGE 22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  შპს ”ვიტელ ჯორჯიას” მიერ აუქციონის   საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5. შპს ”ვიტელ ჯორჯიას”  მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 22946,56 (ოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი)    ლარის  გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის  შესაბამისად;

6. აღირიცხოს შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

7. საქართველოს კანონმდებლობის  ცვლილების  შემთხვევაში შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის”   რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში   იქნას  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ  №6) 1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის    წევრი                                                                               ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები: