კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 231 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2011

მიღების თარიღი მაისი 11, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “კოლხეთი 89”–მ და მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ (N7/187-11, 11.05.2011) შპს “კოლხეთი 89”–ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ გადაცემასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ა.ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება საქმიანობის განხორციელების უფლება და უკავშირდება სუბიექტს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს “კოლხეთი 89” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  კერძო ტელემაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 17 სექტემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების ზონა: ტელემაუწყებლობა  47-ე დეციმეტრულ არხზე 500ვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. ჩხოროწყუ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემების შესაბამისად, მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B93, №B96 და №B102 ლიცენზიებს, ქ. ზუგდიდში, ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში; შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში არ იქნება დარღვეული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში არსებული მონაცემების შესაბამისად, მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ დამფუძნებელი არ არის: ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი, იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, რასაც ადასტურებს მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია; შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს  შპს „კოლხეთი 89“–ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „კოლხეთი 89“–ს და მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ მისცეს წინასწარი თანხმობა კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 48-ე და მე–60 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს „კოლხეთი 89“–ს კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ლიცენზიის გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების კომისიისთვის მიწოდება;

3. მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის მიღების თარიღად განისაზღვროს შპს „კოლხეთი 89“–სთან კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენის დღე;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B24 ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა(ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კოლხეთი 89“–სთვის და მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი