სს „სილქნეტისათვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 25 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2011

მიღების თარიღი იანვარი 21, 2011

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 26 ნოემბრის №539/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. ფოთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „სილქნეტი“.

   ამავე გადაწყვეტილებით სს „სილქნეტს“, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2,100.00 (ორი ათას ასი ლარი) ლარის 30%-ს - 630.00 (ექვსას ოცდაათი ლარი) ლარს გამოკლებული კომისიის ანგარიშზე ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი ლარი) ლარი ანუ 430.00 (ოთხას ოცდაათი ლარი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

    კომისია აღნიშნავს, რომ სს სილქნეტის“ მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთი თვის ვადაში გადახდილია 430.00 (ოთხასოცდაათი ლარი) ლარი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ, რომლის შესაბამისად განისაზღვრა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების გეოგრაფიული ნუმერაციის ზონების კოდები და აბონენტის ნომრების სიგრძე. აღნიშნული დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად.  კერძოდ კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან,  მოხდება ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელეფონო სადგურების შვიდნიშნა ნუმერაციაზე გადასვლა, ხოლო გარდამავალ ეტაპზე, საკონტროლო თარიღამდე უზრუნველყოფილ უნდა იქნას ძველი ნომრების მოქმედება.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N166 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) 50XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ფოთი;

გ) კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან ქ. ფოთში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსს 50XXX დაემატოს წინ ციფრი “2“ და გახდეს 250XXX;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 21 იანვრამდე;

ე) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2012 წლის 21 იანვრამდე;

ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1470.00 (ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1470.00 (ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 თებერვლამდე

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 მარტამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 აპრილამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 მაისამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 ივნისამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 ივლისამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 აგვისტომდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 სექტემბრამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 ოქტომბრამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 ნოემბრამდე;

122.50 ლარი    -   2011 წლის 21 დეკემბრამდე;

122.50 ლარი    -   2012 წლის 21 იანვრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის სს „სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია), ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე