შპს ”მობიტელისთვის” არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 269 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2011

მიღების თარიღი ივნისი 10, 2011

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2011წლის 12 აპრილს,  შპს ”მობიტელმა” კომისიას მიმართა განცხადებით  №316/11, საბაზო სადგურების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით ცალკეულ მონაკვეთებზე 6გჰც დიაპაზონში რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     შპს ”მობიტელის” მიერ განცხადებაში განსაზღვრულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების აგებისა და ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირეები და შეთანხმებისთვის მიმდინარე წლის 28 აპრილს შპს ”მობიტელს”  ეცნობა წერილით №06/800-11. აღნიშნულ წერილში განსაზღვრული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობა შპს ”მობიტელმა” კომისიას აცნობა მიმდინარე წლის 17 მაისს  წერილით №361/11 (რეგისტრირებული №7/202-11,19.05.11).

  კომისია   ასევე   აღნიშნავს,  რომ    შპს   ”მობიტელი”   წარმოადგენს   ავტორიზებულ   პირს,

ფლობს  სხვადასხავა  სიხშირულ   დიაპაზონებში   რადიოსიხშირული    სპექტრით   სარგებლობის   F5, F42 და F59 ლიცენზიებს, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის.      

    კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს  კომპენსაცია”.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”მობიტელს” „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  71820 ( სამოცდათერთმეტი ათას რვაას ოცი)  ლარს.        

      კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის,   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს ”მობიტელს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის  მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ  მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით - შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2021  წლის  10 ივნისამდე,  აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  შპს ”მობიტელს” რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა  71820 ( სამოცდათერთმეტი ათას რვაას ოცი)  ლარით;          

3.   უზრუნველყოს შპს ”მობიტელმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის    71820  (სამოცდათერთმეტი ათას რვაას ოცი)  ლარის      საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა - 200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი -TRESGE22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს  ”მობიტელის”  მიერ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5. შპს ”მობიტელის” მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის   71820 ( სამოცდათერთმეტი ათას რვაას ოცი)  ლარის  გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;

6.   აღირიცხოს შპს ”მობიტელისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ”მობიტელის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”მობიტელისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ  №6)   1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარის                                                                

მოვალეობის შემსრულებელი                                                              ს.ბრიტანჩუკი     

კომისიის    წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები: