სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” შიდატექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 276 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2011

მიღების თარიღი ივნისი 17, 2011

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში კომისია) აღნიშნავს, რომ      სსიპ  ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”   კომისიას   მიმართა    განცხადებით (№1093/01,06.04.11), ქ.თბილისის ფარგლებში,  სატელევიზიო ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სადგურების გამოყენებისთვის,  სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

       სსიპ  ”საზოგადოებრივი   მაუწყებლის”  მიერ ქ.თბილისის ფარგლებში სატელევიზიო ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირეები (7983.5მჰც±14მჰც და 8011.75მჰც±14მჰც)  თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც და შეთანხმებისთვის მიმდინარე წლის 4 მაისს სსიპ  ”საზოგადოებრივ   მაუწყებელს”   ეცნობა წერილით №06/893-11. აღნიშნულ წერილში განსაზღვრული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობა სსიპ  ”საზოგადოებრივმა   მაუწყებლმა”  კომისიას აცნობა მიმდინარე წლის 30 მაისს  წერილით №1742/01 (რეგისტრირებული №7/221-11,30.05.11).

      კომისია აღნიშნავს, რომ მობილური რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის შერჩეული სიხშირეები (7983.5მჰც±14მჰც და 8011.75მჰც±14მჰც)  თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც,   სსიპ  ”საზოგადოებრივი   მაუწყებლის”  მიერ   გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  75-ე  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის   შედეგად, ერთხმად

    გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სსიპ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” სიხშირეები: 7983.5მჰც±14მჰც და 8011.75მჰც±14მჰც თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც,  ქ.თბილისის ფარგლებში მობილური    რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 10 წლის ვადით (ვადა 17.06.2021);

 3.  აღირიცხოს   სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

 4.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

 5. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ №6) 1 თვის ვადაში;   

 6. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

 7.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

        კომისიის  თავმჯდომარე                                              ი.ჩიქოვანი  

        კომისიის    წევრი                                                                ს.ბრიტანჩუკი    

        კომისიის    წევრი                                                          კ.კვიტაიშვილი

        კომისიის    წევრი                                                          ა.სიხარულიძე

        კომისიის    წევრი                                                          ი.მოსეშვილი