შპს ”ქართული რადიოსთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 341 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2011

მიღების თარიღი ივლისი 08, 2011

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს  ”ქართული რადიომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ  2007 წლის 15 თებერვალს, საიდენტიფიკაციო კოდი №200221991)   2011  წლის 11 აპრილს კომისიას  მიმართა  განცხადებით №21-რტ (კომისიაში რეგისტრირებული №7/154-11,13.04.11), ქ.თბილისში, სტუდიიდან   (მ.კოსტავას №68)   მთაწმინდის   სატელევიზიო  ანძამდე   360მჰც ÷  400მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსამაუწყებლო სტერეო სიგნალის მიწოდებისთვის, რადიოსარელეო სიხშირის  მინიჭების თხოვნით. 

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ქართული რადიო” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის   ლიცენზიას № B90  საერთო რადიომაუწყებლობაზე (ვადა 01.06.2017)  და  სალიცენზიო პირობების შესაბამისად  რადიომაუწყებლობას ახორციელებს ქ.თბილისში, 97.7 მჰც  სიხშირეზე, 1კვტ სიმძლავრის  სტერეო გადამცემის გამოყენებით.

     კომისიის მიერ, შპს ”ქართული რადიოსთვის”,  სტუდიიდან (მ.კოსტავას №68) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სტერეო  სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირე 365მჰც ± 0.3მჰც (ზოლის სიგანით 0.6მჰც). 

      თანხმობა აღნიშნული სიხშირის გამოყენებაზე შპს ”ქართული რადიომ”    კომისიას აცნობა წერილით №25/ტ,05.05.11 (კომისიაში რეგისტრირებული №7/183-11,10.05.2011).

         სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში, სტუდიიდან (მ.კოსტავას №68)     მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო  სტერეო სიგნალის მისაწოდებლად ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს   შპს ”ქართული რადიოს”   რადიოსიხშირე 365მჰც ± 0.3მჰც (ზოლის სიგანით 0.6მჰც),  ქ.თბილისში, სტუდიიდან (მ.კოსტავას №68) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სტერეო  სიგნალის მისაწოდებლად ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით,    სალიცენზიო    პირობების  შესრულების  უზრუნველყოფის     მიზნით

ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 01.06.2017);

2.  აღირიცხოს შპს ”ქართული რადიოსთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”ქართული რადიოსთვის”      სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6.  გადაწყვეტილება    ძალაში    შევიდეს    ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს ”ქართული რადიოსთვის”  ჩაბარებისთანავე.

 კომისიის    წევრი                                                                              ს.ბრიტანჩუკი                                                                               

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი