შპს ”ვემატელსა” და შპს ”ა–ნეტ A-NET”–ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების გადაპირების შესახებ

ნომერი: 354 / 5

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2011

მიღების თარიღი ივლისი 15, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს ”ვემატელმა” და შპს ”ა–ნეტ A-NET”–მა (10.05.2011, №7/186-11 და 7/185-11) და წარმოუდგინეს შპს ”ვემატელსა” და შპს ”ა–ნეტ A-NET”–ს შორის 2011 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ. კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ვემატელის” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ა–ნეტი A-NET“–სათვის გადაპირებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2011 წლის 10 ივნისის №272/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვემატელსა“ და შპს ”ა–ნეტ A-NET”–ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 8 ივლისს 16.00 საათზე.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვემატელი“ კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის №465/5 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიას, კომისიის 2006 წლის 29 სექტემბრის №416/22 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N13 ლიცენზიას, ხოლო კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №359/1 გადაწყვეტილებით - ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N74 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი 230XXX-234XXX ფიქსირებული  საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;  გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N13 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი 235XXX-239XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N74 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი 210XXX-214XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-მუხლის შესაბამისად: რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად: კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება:

ა) თუ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა, რომ პირს, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიმართ აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი და იმავდროულად აღიარებული ფინანსური ვალდებულებები, ხოლო ერთობლივი განცხადებით წარმოდგენილ გადაპირების ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული შეუსრულებელ ვალდებულებათა ბედი და გადაპირების შეზღუდვის თაობაზე განცხადებით კომისიას მიმართა დაინტერესებულმა საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა;

ბ) თუ გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;

გ) თუ პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი;

დ) თუ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებლებს მიეწოდებათ სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მათთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვემატელისა“ და შპს ”ა–ნეტ A-NET”–ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების გადაპირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დროს კომისიაში არ შემოსულა არანაირი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა შპს „ვემატელის“ მიერ ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიმართ ურთიერთჩართვის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელ და იმავდროულად აღიარებულ ფინანსურ ვალდებულებებზე.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 18 მაისის №10/351-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „ვემატელის“ მიერ სრულად არის შესრულებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N74 ლიცენზიიდან გამომდინარე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (30,712.5 - ოცდაათი ათას შვიდას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება. მას ასევე წარმოდგენილი და ჩარიცხული აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასური და კომისიის წინაშე დავალიანება არ ერიცხება.

კომისიის აპარატის ნუმერაციის მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 19 მაისის №10/365-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „ვემატელის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების შპს ”ა–ნეტ A-NET”–ზე გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტს. აღნიშნული ლიცენზიების სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული გეოგრაფიული ზონა არის ქ. ბათუმი, სადაც სრული ნუმერაციის რესურსი არის 800000 (რვაასი ათასი) სააბონენტო ნომერი, საიდანაც შპს „ვემატელი“ ფლობს 15000 (თხუთმეტი ათას) სააბონენტო ნომერს, რაც მთლიანი რესურსის 1.875%–ს შეადგენს, ხოლო შპს ”ა–ნეტ A-NET” არ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს ”ა–ნეტ A-NET”–ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა შპს „ვემატელის“ მომხამრებლებისათვის გაგზავნილი წერილების ასლები, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ვემატელის“ მომხმარებლები ინფორმირებული იყვნენ მომსახურების მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ლიცენზიის გადაპირების შემთხვევაში, შპს ”ა–ნეტ A-NET” გახდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების მფლობელი და მასზე, როგორც ლიცენზიის მფლობელზე გადავა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები,  მომხმარებლებისა და შპს „ვემატელთან“ ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვის მიზნით, შპს ”ა–ნეტ A-NET”–ს უნდა დაეკისროს წყვეტის გარეშე განახორციელოს შპს „ვემატელის“ აბონენტებისა და მასთან ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების მიწოდების ვალდებულება შპს „ვემატელის“ მიერ გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები.  

            საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 8 ივლისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „ვემატელის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების შპს შპს ”ა–ნეტ A-NET”–ზე გადაპირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, შპს „ვემატელისა“ და შპს ”ა–ნეტ A-NET”–ს ერთობლივი განცხადებისა და მხარეებს შორის გაფორმებული და კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12, №N13 და №N74 ლიცენზიების გადაპირების დამტკიცება.

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ა–ნეტ A-NET” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 230XXX-234XXX ფიქსირებული  საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;  გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N13 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ა–ნეტ A-NET” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 235XXX-239XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 3 ოქტომბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N74 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ა–ნეტ A-NET” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 210XXX-214XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

4. შპს ”ა–ნეტ A-NET” ვალდებულია შპს „ვემატელის“ აბონენტებისა და მასთან სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის მომსახურების მიწოდება განახორციელოს  წყვეტის გარეშე შპს „ვემატელის“ მიერ გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვემატელისა“ და შპს ”ა–ნეტ A-NET”–სთვის  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი