შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N40 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 357 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2011

მიღების თარიღი ივლისი 15, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიის რეგისტრაციის № 7/248-11 20.06.2011წ.) მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N40  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ეტაპობრივად 18 თვის განმავლობაში დაფარვის მოთხოვნით. მოგვიანებით შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” დააზუსტა საკუთარი მოთხოვნა (წერილები: №7/289-11 11.07.2011წ. და №7/300-11 12.07.2011წ.) და მოითხოვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N40  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ნაწილობრივ, ათას სააბონენტო ნომერზე. ზემოაღნიშნულ განცხადებებს თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელის” სარგებლობაში დასატოვებელი სააბონენტო ნომრების ჩამონათვალი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” ფლობს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N40 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 55XXXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 255XXXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;  გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 20.07.2011 წ- მდე.

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ასევე  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N40 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2011 წლის 20 ივლისს. შესაბამისად, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N40 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტებით. კერძოდ;

”ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;”

ამასთან,”ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.”

ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში (2009 წლის 15 ივლისიდან - 2011 წლის 15 ივლისამდე) სულ გამართულია 7 აუქციონი (იხ.დანართი N2).    აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 70,800.00 (სამოცდაათი ათას რვაასი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული)  შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N40 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ სააბონენტო ნომერზე შეადგენს - 7,08 (შვიდი ლარი და რვა თეთრი) ლარს (70,800.00:10,000.00=7,08).

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს”  ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 1000.00 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე, შესაბამისად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N40 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შეადგენს - 7,080.00 (შვიდი ათას ოთხმოცი) ლარს (7,08X1000.00=7,080.00). შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” ასევე უნდა გადაიხადოს სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.  

კომისიის 2011 წლის 15 ივლისის სხდომაზე, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორმა დავით თუთბერიძემ დაადასტურა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N40 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის კომისიის მიერ განსაზღვრული საფასურის და სალიცენზიო მოსაკრებლის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ბ) და ვ) ქვეპუნქტების და ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N40 ლიცენზიას 1000.00 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე (განსაზღვრული დანართი №1-ით) 2011 წლის 20 ივლისიდან 10 წლით - 2021 წლის 20 ივლისამდე;

2. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N40 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 255XXXX სულ 1000.00 (ერთი ათასი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;

ბ) გეორგაფიული ზონა: ქ. თბილისი;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N40 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 7,080.00 (შვიდი ათას ოთხმოცი)  ლარით;     

4. უზრუნველყოს შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N40 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 7,080.00 (შვიდი ათას ოთხმოცი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2011 წლის 15 აგვისტომდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

5. უზრუნველყოს შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N40 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, სალიცენზიო მოსაკრებლის  - 1000.00 (ერთი ათასი) ლარის გადახდა 2011 წლის  15 აგვისტომდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

6. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 და მე-5  პუნქტებში აღნიშნული თანხების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

7. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N40   ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

8. ცნობილ იქნას დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის) წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

9. ცნობილ იქნას დანართი N2 წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

11. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”კავკასიის ციფრული ქსელისთვის” ჩაბარების დღიდან;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია);

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი