შპს ”გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 528 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის N457/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირი”.

   ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირს”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, დაეკისრა  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 90%-ს - 95.00 (ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირის” მიერ,  სრულად არის გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 90%, კერძოდ  95.00 (ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომისიაში წარმოდგენილია 2011 წლის 6 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N168 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 900 900 900 და 900 444 444 (სულ ორი სააბონენტო ნომერი)  დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად; ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირისთვის”  ჩაბარებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია)

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი