კომისიის 2005 წლის 24 ივნისის №430/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ალფაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 554 / 4

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (19.09.2011 N7/398-11) მომართა შპს ”ალფაკომმა” კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალფაკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-8-0 (რვა-რვა-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან

800 - 80 XXXX;

800 - 88 XXXX;

800 - 77 XXXX;

800 - 55 XXXX;

800 - 50 XXXX;

800 - 40 XXXX;

800 - 41 XXXX;

800 - 70 XXXX;

800 - 10 XXXX;

800 - 20 XXXX;

800 - 90 XXXX;

ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განსახორციელებლად;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 24.06.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

            კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომადინარე, კომისიის 2011 წლის 23 სექტემბრის N493/4 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ალფაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N1 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 24 ივნისის №430/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის სხდომად განისაზღვრა 2011 წლის 24 ოქტომბრის 16:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა კომისიაში ჩატარდა 2011 წლის 24 ოქტომბერს. ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ალფაკომის“ წარმომადგენელი.

გამომდინარე იქიდან, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს და კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა „ალფაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N1 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება შპს „ალფაკომის“ მოთხოვნის საფუძველზე, კომისიის 2005 წლის 24 ივნისის №430/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N1 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2005 წლის 24 ივნისის №430/1 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს „ალფაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N1 ლიცენზია, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ალფაკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

            კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი