სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N37 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 580 / 6

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიის რეგისტრაციის № 7/460-11, 10.10.2011წ.) მიმართა სს ”სილქნეტმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” ფლობს  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის№ N37 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 240XXX-244XXX, 430XXX-435XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 2240XXX-2244XXX, 2430XXX-2435XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 9 ნოემბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ასევე  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2011 წლის 9 ნოემბერს. შესაბამისად, სს ”სილქნეტის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტებით. კერძოდ:

”ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;”

ამასთან,

”ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.”

ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში (2009 წლის             4 ნოემბრიდან - 2011 წლის 4 ნოემბრამდე) სულ გამართულია 5 აუქციონი (იხ.დანართი N2).    აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 20,715.00 (ოცი ათას შვიდას თხუთმეტი) ლარი, ხოლო აუქციონებზე გატანილმა სააბონენტო ნომრების ჯამმა 15,000.00 სააბონენტო ნომერი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული)           სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ სააბონენტო ნომერზე შეადგენს - 1,38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარს (20,715.00:15,000.00=1,38).

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, სს ”სილქნეტს”  ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 11,000.00 (თერთმეტი ათასი) სააბონენტო ნომერზე, შესაბამისად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შეადგენს - 15,180.00 (თხუთმეტი ათას ას ოთხმოცი) ლარს (1,38X11000=15,180.00). სს ”სილქნეტმა” ასევე უნდა გადაიხადოს სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.  

კომისიის 2011 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე, სს ”სილქნეტის” წარმომადგენელმა გივი პეტრიაშვილმა დაადასტურა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის კომისიის მიერ განსაზღვრული საფასურის და სალიცენზიო მოსაკრებლის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ბ) და ვ) ქვეპუნქტების და ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N37 ლიცენზიას  2011 წლის 9 ნოემბრიდან 10 წლით - 2021 წლის 9 ნოემბრამდე;

2. სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N37 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 2240XXX-2244XXX, 2430XXX-2435XXX ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ქ. თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2021 წლის 9 ნოემბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3. სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 15,180.00 (თხუთმეტი ათას ას ოთხმოცი) ლარით;     

4. უზრუნველყოს სს ”სილქნეტმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N37 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 15,180.00 (თხუთმეტი ათას ას ოთხმოცი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2011 წლის 4 დეკემბრამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

5. უზრუნველყოს სს ”სილქნეტმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N37 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, სალიცენზიო მოსაკრებლის  - 1000.00 (ერთი ათასი) ლარის გადახდა 2011 წლის 4 დეკემბრამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

6. სს ”სილქნეტი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული თანხების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

7. სს ”სილქნეტის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და                სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37   ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

8. ცნობილ იქნას დანართი №1 წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”სილქნეტისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს ”სილქნეტისთვის” ჩაბარების დღიდან;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი