შპს ”ჯეოსელის”, შპს ”მაგთიკომის” და შპს ”მობიტელი - სათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 62 / 15

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2011

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  დებულების” მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ნომრის პორტაბელურობის შესაძლებლობა 2011 წლის 15 თებერვლამდე.

        კომისია აღნიშნავს, რომ მობილური საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს -     შპს ”ჯეოსელს”, შპს ”მაგთიკომს” და შპს ”მობიტელს”, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, პორტირებული ნომრების მარშრუტიზაციისა და იდენტიფიკაციისათვის ესაჭიროებათ დამისამართების პრეფიქსები.  ”სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისათვის მისთვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებს, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადით.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ.ვ) ქვეპუნქტის და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, ”სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ჯეოსელს”  ნუმერაციის რესურსი, დამისამართების პრეფიქსი 7-3-1 (შვიდი-სამი-ერთი) 17.09.2019 წლამდე (N24 ლიცენზიის მოქმედების ვადა),  ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში;

2. მიენიჭოს შპს ”მაგთიკომს”  ნუმერაციის რესურსი დამისამართების პრეფიქსი 7-3-2 (შვიდი-სამი-ორი) 17.06.2019 წლამდე (N14 ლიცენზიის მოქმედების ვადა),   ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში;

3. მიენიჭოს შპს ”მობიტელს”  ნუმერაციის რესურსი დამისამართების პრეფიქსი 7-3-3 (შვიდი-სამი-სამი) 26.09.2018 წლამდე (N126 ლიცენზიის მოქმედების ვადა),  ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში;

4გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ  №6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომაე                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                              

ს. ბრიტანჩუკი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი