შპს ” ბლექ სი სატისთვის” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 144 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”ბლექ სი სატმა” (რეგისტრირებული გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 3/7/2011, №417875115) კომისიას მიმართა წერილით (რეგისტრირებული №7/73-12, 25.01.12)  და მოითხოვა,  2012 წლის 20 იანვრის კომისიის №76/13 გადაწყვეტილებით შპს ”ბლექ სი სატისთვის”  ქ.ბათუმიდან ქ.თბილისამდე, ცალმხრივი მოქმედების  რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მინიჭებული სიხშირეების მნიშვნელობებთან,  წყვილად შესაბამისი სიხშირეების მინიჭება.    

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ” ბლექ სი სატს” სიხშირეები ესაჭიროება, ქ.ბათუმიდან ქ.თბილისამდე,   ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზში უკუარხის შესაქმნელად და ამ არხის გამოყენებით,  ქ.თბილისში,  მახათას მთაზე განლაგებულ მის კუთვნილ მიწისზედა თანამგზავრულ სადგურიდან ქ.ბათუმში, სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის დაბრუნებისთვის.

     შპს ”ბლექ სი სატის” მიერ წერილში (რეგისტრირებული №7/73-12, 25.01.12)   აღნიშნულ მიმართულებებზე ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზში უკუარხის შესაქმნელად შერჩეულ იქნა, 2012 წლის 20 იანვრის კომისიის №76/13 გადაწყვეტილებით  შპს ”ბლექ სი სატისთვის”   მინიჭებული სიხშირეების მნიშვნელობებთან  წყვილად შესაბამისი, ETSI,  ITU -R F. 383 - 7 და  ITU - R F. 384 - 7  სტანდარტით  განსაზღვრული სიხშირეები და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა   შპს ”ბლექ სი სატს” (რეგისტრირებული №06/295-12, 02.02.12).

     კომისია აღნიშნავს რომ, შერჩეული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობა  შპს ”ბლექ სი სატმა” კომისიას აცნობა წერილით  (რეგისტრირებული №6/588-12, 06.02.12).

      კომისია   ასევე   აღნიშნავს,   რომ   შპს  ” ბლექ სი სატი” წარმოადგენს   ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის   და    მომსახურების    მიწოდების    სხვადასხვა    სახეებზე,   მათ შორის, თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს.  

    კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების     ეროვნულ გეგმაში“    ცვლილების    შეტანისას     კომისია   უფლებამოსილია

ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს  კომპენსაცია”.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ” ბლექ სი სატს” „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის  უფლების  მოსაპოვებლად  აუქციონის    გამართვის

დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს 15818.4  (თხუთმეტი ათას რვაასთვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს.    

      კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, ქ.ბათუმიდან ქ.თბილისამდე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზში უკუარხის  ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს ”ბლექ სი სატს”  რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ.ბათუმიდან ქ.თბილისამდე,   ცალმხრივი მოქმედების მის კუთვნილ რადიოსარელეო ხაზში (კომისიის №76/13, 20.01.12 გადაწყვეტილება)  უკუარხის ფუნქციონირებისთვის,  არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2022  წლის  17 თებერვლამდე,  აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  შპს ”ბლექ სი სატს”  სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 15818.4  (თხუთმეტი ათას რვაასთვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი;         

3.   უზრუნველყოს შპს ”ბლექ სი სატმა”  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 15818.4  (თხუთმეტი ათას რვაასთვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, გადაწყვეტილების    ჩაბარებიდან  10  დღის  ვადაში,  შემდეგი  რეკვიზიტების   მიხედვით;

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა - 200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი -TRESGE 22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300433402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ბლექ სი სატისთვის” ჩაბარებისთანავე, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების უფლება შპს ”ბლექ სი სატს” მიეცეს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებისთანავე; 

5. შპს ” ბლექ სი სატის”   მიერ   ამ   გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 15818.4  (თხუთმეტი ათას რვაასთვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის  გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის   გ) ქვეპუნქტის   შესაბამისად,   ხოლო  ამ  გადაწყვეტილებიდან

წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;

6.   აღირიცხოს შპს ”ბლექ სი სატისთვის”       მინიჭებული  სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ   რეესტრში  (რ.ქურდაძე)  შპს ”ბლექ სი სატის”  მიერ  საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

7.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ბლექ სი სატის” მიერ   რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

8.   დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)   1 თვის ვადაში;   

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                კ. კვიტაიშვილი                      

კომისიის    წევრი                                                                               ა. სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები