შპს ტელეკომპანია ”დიასთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 224 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2012

მიღების თარიღი მარტი 23, 2012

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”დიამ”  (რეგისტრირებული ქ.ხაშურის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 10 აპრილს, სახელმწიფო რეგისტრაციის № 65/4-31) კომისიას  მიმართა  განცხადებით (რეგისტრირებული №7/55-12, 20.01.12), ქ.გორიდან ქ.ხაშურამდე რადიოსარელეო ხაზის აგებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

      კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ტელეკომპანია ”დია”  ფლობს კერძო მაუწყებლობის № B31 ლიცენზიას  (მოქმედების ვადა 31.12.2021)  კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე და  სალიცენზიო პირობების შესაბამისად   ახორციელებს ტელემაუწყებლობას  ქ.ხაშურში და მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით მე-11 სატელევიზიო არხზე.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შპს ტელეკომპანია ”დიას” რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება, კერძო მაუწყებლობის № B31 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.გორში, სუხიშვილის ქ. №20-ში  მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან, ქ.ხაშურში (ზემო სერი) განლაგებულ სატელევიზიო გადამცემამდე  მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, გორის სატელევიზიო ანძის (ახალდაბა) გავლით.

      კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”დიას” მიერ სამაუწყებლო სტუდიის ქ.ხაშურიდან  ქ.გორში გადატანით, არ იცვლება მის მფლობელობაში არსებულ  № B31 ლიცენზით განსაზღვრული მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა, რაც სამაუწყებლო გადამცემის განლაგების ადგილის და მისი სიმძლავრის, ლიცენზიით განსაზღვრულ ფარგლებში  შენარჩუნებით  არის  განპირობებული.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედების ვადით.

     კომისიის მიერ, შპს ტელეკომპანია ”დიასთვის” ქ.გორის სტუდიიდან (სუხიშვილის ქ. №20) გორის სატელევიზიო ანძამდე (ახალდაბა) სამაუწყებლო  სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირე 11653მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) და გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბა)   ქ.ხაშურში (ზემო სერი) მდებარე სატელევიზიო გადამცემამდე ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის - სიხშირე - 11623მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც).

      თანხმობა აღნიშნული სიხშირეების გამოყენებაზე შპს ტელეკომპანია ”დიამ”  კომისიას აცნობა წერილით №5, 12.03.12  (რეგისტრირებული №6/1247-12,14.03.12).

        კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.გორში, სტუდიიდან (სუხიშვილის ქ. №20)  გორის სატელევიზიო ანძამდე (ახალდაბა) და გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბა)  ქ.ხაშურში (ზემო სერი) მდებარე სატელევიზიო გადამცემამდე ტელემაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ტელეკომპანია ”დიას” რადიოსიხშირეები,  11653მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) ქ.გორში, სტუდიიდან (სუხიშვილის ქ. №20)  გორის სატელევიზიო ანძამდე (ახალდაბა) და 11623მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) გორის სატელევიზიო ანძიდან (ახალდაბა) ქ.ხაშურში (ზემო სერი) მდებარე სატელევიზიო გადამცემამდე ტელემაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო    პირობების  შესრულების  უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის № B31 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2021);

2.  აღირიცხოს შპს ტელეკომპანია ”დიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ტელეკომპანია ”დიასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია ”დიასთვის” ჩაბარებისთანავე.

კომისიის  თავმჯდომარე                                                              ი.ჩიქოვანი

 კომისიის    წევრი                                                                              ს.ბრიტანჩუკი                                                                              

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი