შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 337 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2012

მიღების თარიღი მაისი 04, 2012

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომმა” კომისიას  მიმართა  განცხადებით (რეგისტრირებული №7/280-12, 24.04.12), ქ.ბორჯომში მდებარე  სატელევიზიო სტუდიიდან (ფიროსმანის ქ. №5) სატელევიზიო გადამცემამდე (გომნას მთა), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, 6გჰც ÷ 7გჰც სიხშირულ დიაპაზონში  სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. 

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B41 ლიცენზიას  (მოქმედების ვადა 31.12.2021)  კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე და  სალიცენზიო პირობების შესაბამისად   ახორციელებს ტელემაუწყებლობას  ქ.ბორჯომში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  მე-7 სატელევიზიო არხზე,  50 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომს” რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება, კერძო მაუწყებლობის № B41 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.ბორჯომში,  ფიროსმანის ქ. №5-ში  მდებარე სატელევიზიო სტუდიიდან, გომნას მთაზე განლაგებულ სატელევიზიო გადამცემამდე  მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედების ვადით.

     კომისიის მიერ, შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის” სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ბორჯომი, ფიროსმანის ქ. №5),  სატელევიზიო გადამცემამდე  (გომნას მთა) მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის  მოთხოვნილ (6გჰც ÷ 7გჰც)  სიხშირულ დიაპაზონში, შერჩეულ იქნა სიხშირე 6239მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც).

        კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე გათვალისწინებულია,  სტუდიიდან (ქ.ბორჯომი, ფიროსმანის ქ. №5),   სატელევიზიო    გადამცემამდე  (გომნას მთა)  მაუწყებლობის    სიგნალის  მისაწოდებლად,

ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო  ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომს” რადიოსიხშირე,  6239მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ბორჯომი, ფიროსმანის  ქ. №5),    სატელევიზიო გადამცემამდე  (გომნას მთა)  მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო    პირობების  შესრულების  უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის № B41 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2021);

2.  აღირიცხოს შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე-რადიო კომპანია ”ბორჯომისთვის”   ჩაბარებისთანავე.

კომისიის     წევრი                                                                                   ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                    კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                    ი.მოსეშვილი