შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 160 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 26 იანვრის № 42/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 53 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012

მიღების თარიღი იანვარი 16, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 16 დეკემბრის № 774/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”გ.ს.ი ტექნოლოგიის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №N160 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 26 იანვრის № 42/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის  მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 16 იანვრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/898-11, 08.12.2011წ.) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N160 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”გ.ს.ი ტექნოლოგია” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერს;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსის განშლა,  შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიის”  სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გ.ს.ი ტექნოლოგია” კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №42/1 გადაწყვეტილების საფუძველზე, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N160 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 160XXX-161XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 2160XXX-2161XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2020 წლის  26 იანვრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

     საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2012 წლის 16 იანვრის სხდომაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N160 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირება და 2010 წლის 26 იანვრის  № 42/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N160 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 26 იანვრის № 42/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 1000 (ერთი ათასი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (995 32 2XXX XXX) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;”

2. კომისიის 2010 წლის 26 იანვრის № 42/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

3.  2010 წლის 26 იანვრის № 42/1 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:

”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “გ.ს.ი ტექნოლოგიისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა)  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე