კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 661 / 5

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 9 ოქტომბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით (№7/532-12) მიმართა შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N206074291) და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი:N202463379) შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. განცხადებას თანდართული აქვს შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია და წესდების ასლი. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2012 წლის 11 ოქტომბერს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ კომისიაში დამატებით წარმოდგენილ იქნა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდში” წევრთა ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები საჯარო რეესტრიდან და აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

                „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

                ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა:11.09.2022;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების ზონა:

ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: დეციმეტრული დიაპაზონის 33-ე სატელევიზიო არხი 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით,            ქ. თბილისი.

ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;

ბ) კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.08.2017

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გადამც. და

ანტენის

განთავსების

ადგილი

სატელევ.

არხი №

პოლარიზაცია

V/H

გასხივების

დიაგრამა

გადამცემის

სიმძლავრე

(ვტ)

ანძის  განლაგ.

გეოგრაფ.

კოორდინატ.

ანტენის

გაძლიერ.

კოეფ. არა-უმეტ.(დბ)

ანტენის

განთავს.

სიმაღ

მიწ/ზ(მ)

გორი,

ახალდაბის ტვ ანძა

51

H

წრიული

500

N 42°01 55.4\"    

E 044°02 55.8\"

6.0

160 ± 15

ქუთაისი,

ქუთაისის ტვ ანძა

45

H

წრიული

500

N 42°16 48.9\"

E 042°44 10.1\"

6.0

90 ± 25

საჩხერე,

საჩხერეს  ტვ ანძა

40

H

წრიული

500

N 42°20 56,9\"

E 043°24 23,01\"

6.0

25 ± 5

სენაკი

სენაკის ანძა

52

H

წრიული

500

N 42°17 24,12\"   

E 042°03 26.8\"

6.0

30 ± 5

გ) კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 28.03.2018წ.

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

გაძლიერების კოეფიციენტი

პოლარიზაცია V/H

TV არხი

სიმძ.

(ვტ)

გასხივების დიაგრამა

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

ბათუმი, სატელევიზიო ანძა

N41° 41’37.7” E 041° 42’54.8”

არაუმეტეს 6.0 დბ

H

33

1000

მიმართული

40 ± 15

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წესდებიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ დირექტორი  და ერთ-ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე თამარ ჩერგოლეიშვილი (პირადი ნომერი: 01022000739), ხოლო მისი წევრები არიან გიორგი ნოდია (პირადი ნომერი:01010001122), გიგა ზედანია (პირადი ნომერი:01008010287), ბაადურ მალაზონია (პირადი ნომერი:01010004480), ლევან რამიშვილი (პირადი ნომერი:01006008075), ალექსი მაჭავარიანი (პირადი ნომერი:01013021429), ბექა მინდიაშვილი (პირადი ნომერი:01021013717), დავით პაიჭაძე (პირადი ნომერი: 01024014355), კახა ბენდუქიძე (პირადი ნომერი:65002010685), გიორგი ფრუიძე (პირადი ნომერი:01011065498), ნინო გოგიბერიძე (პირადი ნომერი:01024020504), დავით კოვზირიძე (პირადი ნომერი:01015008363), ირაკლი საღინაძე (პირადი ნომერი:01010009580), ქეთევან დევდარიანი (პირადი ნომერი:01025015025), გიორგი ლიფონავა (პირადი ნომერი:01010000641). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით თამარ ჩერგოლეიშვილი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების                              ააიპ “სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, (10/1034-12, 12.10.12წ.) ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა; ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ ფლობენ ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. შპს „ტელეკომპანია საქართველო“ ფლობს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მის მფლობელობაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებულ მომსახურების ზონებში; შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების ააიპ “სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების  ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ სარგებლობაში გადაცემაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე და 481-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, სამი ერთის წინააღმდეგ (კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას)

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების  ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ სარგებლობაში გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“, კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,  ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99  ლიცენზიების სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია საქართველოსა“ და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.ჯავახიძე);

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი