შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N26 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 72 / 6

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 09, 2012

მიღების თარიღი იანვარი 20, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიის რეგისტრაციის № 7/905-11, 09.12.2011წ.) მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” კომისიის 2006 წლის 24 მაისის №219/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N26 ლიცენზიას, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2011 წლის 15 მარტის №123/2 გადაწყვეტილებით და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები :

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-0-7 (რვა-ნული-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-0-0-7 (ერთი-ნული-ნული-შვიდი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 22.01.2012 წ- მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ასევე  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2012 წლის 22 იანვარს. შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე არ გამართულა ერთზე მეტი აუქციონი, შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N26 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტებით. კერძოდ:

”გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად  დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ამასთან,

”ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.”

ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო სამი წლის განმავლობაში (2009 წლის 20 იანვრიდან - 2012 წლის 20 იანვრამდე) სულ გამართულია 3 აუქციონი (იხ.დანართი N1). აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 132,500.00 (ას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი; შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შეადგენს - 44,166.67 (ორმოცდაოთხი ათას ას სამოცდაექვსი და სამოცდაშვიდი) ლარს (132,500.00:3=44,166.67). შპს ”კავკასუს ონლაინმა” ასევე უნდა გადაიხადოს სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.  

კომისიის 2012 წლის 20 იანვრის სხდომაზე, შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა ნუგზარ ადეიშვილმა დაადასტურა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის კომისიის მიერ განსაზღვრული საფასურის და სალიცენზიო მოსაკრებლის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების და ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის                   № N26 ლიცენზიას  2012 წლის 20 იანვრიდან 10 წლით - 2022 წლის 20 იანვრამდე;

2. შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 44,166.67 (ორმოცდაოთხი ათას ას სამოცდაექვსი და სამოცდაშვიდი) ლარით;     

3. უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N26 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 44,166.67 (ორმოცდაოთხი ათას ას სამოცდაექვსი და სამოცდაშვიდი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2012 წლის 20 თებერვლამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

4. უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N26 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, სალიცენზიო მოსაკრებლის  - 1000.00 (ერთი ათასი) ლარის გადახდა 2012 წლის 20 თებერვლამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

5. შპს ”კავკასუს ონლაინი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული თანხების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

6. შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”კავკასუს ონლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ;

7. ცნობილ იქნას დანართი №1 წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარების დღიდან;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

 კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე