შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 111 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 28 იანვრის №58/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის №832/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიში“.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშს“ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 9426,50 (ცხრა ათას ოთხასოცდაექვსი და 50) ლარის 30%-ს - 2,827.95 (ორი ათას რვაასოცდაშვიდი და 95) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 900.00 (ცხრაასი) ლარი ანუ 1,927,95 (ერთი ათას ცხრაასოცდაშვიდი და 95) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში  2013 წლის 28 თებერვლამდე გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ მიერ 2013 წლის 15 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 1,927.95 (ერთი ათას ცხრაასოცდაშვიდი და 95) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/871-13).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F91 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12468 მჰც ±150 მჰც; ზოლის სიგანე 300 მჰც, გადამცემის სიმძლავრე 1 ვატი,  ქ. ზუგდიდში წერტილი მრავალწერტილი არქიტექტურით უსადენო ქსელის ასაგებად, ავტორიზაციით გათვალისწინებული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 თებერვლამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

გ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;

გ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ერ/ოვნული გეგმის” შესაბამისად;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 6,598.55 (ექვსი ათას ხუთასოთხმოცდათვრამეტი და 55) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ა/ა  - N200122900;

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -TRESGE22;

 საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300343402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 6,598.55 (ექვსი ათას ხუთასოთხმოცდათვრამეტი და 55) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

549.88 ლარი - 2013 წლის 22 მარტამდე;

549.88 ლარი - 2013 წლის 22 აპრილამდე;

549.88 ლარი - 2013 წლის 22 მაისამდე;

549.88 ლარი - 2013 წლის 22 ივნისამდე;

549.88 ლარი - 2013 წლის 22 ივლისამდე;

549.88  ლარი - 2013 წლის 22 აგვისტომდე;

549.88  ლარი - 2013 წლის 22 სექტემბრამდე;

549.88  ლარი - 2013 წლის 22 ოქტომბრამდე;

549.88 ლარი - 2013 წლის 22 ნოემბრამდე;

549.88 ლარი - 2013 წლის 22 დეკემბრამდე;

549.88 ლარი - 2014 წლის 22 იანვრამდე;

549.87 ლარი - 2014 წლის 22 თებერვლამდე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშისთვის” გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშსთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტზე (გარდა ბ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), გ) ქვეპუნქტებისა და მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                        ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                        ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                       ი. მოსეშვილი