შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 17 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2013

მიღების თარიღი იანვარი 11, 2013

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთმა” კომისიას   მიმართა   განცხადებით  №46, 07.11.12 (რეგისტრირებული № 7/585-12, 09.11.12) ქ.თბილისში და  ქ.გორში მდებარე კომპანიის სტუდიებს შორის ორმხრივი მოქმედების რადიოსარელეო კავშირის განსახორციელებლად, რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის  სიხშირული რესურსის (სიხშირული წყვილების) მინიჭების მოთხოვნით.

      კომისია აღნიშნავს, შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი” ფლობს კერძო მაუწყებლობის  ლიცენზიას №B56  საერთო ტელემაუწყებლობაზე  (მოქმედების ვადა 31.12.2021) და გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ცხინვალის მუნიციპალიტეტებში პირველ სატელევიზიო არხზე ახორციელებს საეთერო ტელემაუწყებლობას 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ახალდაბის  (გორის მუნიციპალიტეტი) სატელევიზიო ანძიდან.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედების ვადით.

       კომისია ასევე  აღნიშნავს, რომ  შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთს” რადიოსიხშირეები (სიხშირული წყვილები) ესაჭიროება, ქ.თბილისში და ქ.გორში მდებარე კომპანიის სტუდიებს შორის ორმხრივი მოქმედების რადიოსარელეო კავშირის განსახორციელებლად, რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, აღნიშნული კი ემსახურება შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთის”   მიერ  კუთვნილი  №B56 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრული  სალიცენზიო  პირობების შესრულებას (თბილისის სტუდიიდან  გადაცემების და თოქ-შოუების გორის სტუდიაში მიწოდება, თბილისის სტუდიის სტუმრებსა და გორის სტუდიაში მოწვეული შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის და ორგანიზაციების წარმომადგენლებს  შორის ტელეხიდების მოწყობა),  მაუწყებლობის პროგრამის შინაარსობრივი და ინფორმაციული   ხარისხის ზრდას.

     კომისიის მიერ, შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთისთვის,  გორი-თბილისი-გორის მიმართულებით ორხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შერჩეულ იქნა  რადიოსარელეო სიხშირეები (სიხშირული წყვილები) ქვემოთ აღნიშნულ მონაკვეთებზე გამოყენებისთვის:   17727.5 მჰც±14 მჰც და 18737.5 მჰც±14 მჰც,  სტუდია თბილისში (ნუცუბიძის ქ. № 12/1) - მთაწმინდის ანძა;   7107.5 მჰც±13.5 მჰც და 7359.5 მჰც±13.5 მჰც,  მთაწმინდის ანძა - დუშეთის   ანძა; 8482.0  მჰც ± 14 მჰც   და   8363.0 მჰც ± 14  მჰც,  დუშეთის  ანძა   - გორის ანძა;

17727.5 მჰც±14 მჰც და 18737.5 მჰც±14 მჰც,  გორის ანძა - სტუდია გორში (ჭავჭავაძის ქ.№45).

      თანხმობა ზემოაღნიშნული რადიოსიხშირეების გამოყენებაზე შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთმა”,  კომისიას  აცნობა წერილით №55,  03.12.12 (რეგისტრირებული №6/6979-12, 04.12.12).

        კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში და  ქ.გორში მდებარე შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთის”  სტუდიებს შორის  გორი-თბილისი-გორის მიმართულებით   ორმხრივი მოქმედების რადიოსარელეო კავშირის    რადიოსარელეო ხაზის სადგურების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად,  კუთვნილი  №B56 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრული  საქმიანობის განსახორციელებლად  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.

     ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთს”    რადიოსიხშირეები გორი-თბილისი-გორის მიმართულებით ორხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის სადგურების ფუნქციონირებისთვის,  ქვემოთ აღნიშნულ მონაკვეთებზე    კუთვნილი     კერძო მაუწყებლობის

 № B56  ლიცენზით გათვალისწინებული საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კუთვნილი  კერძო მაუწყებლობის № B56 ლიცენზიის მოქმედების ვადით (31.12.2021);

ა)  სტუდია თბილისში (ნუცუბიძის ქ. № 12/1) - მთაწმინდის ანძა

17727.5 მჰც±14 მჰც და 18737.5 მჰც±14 მჰც;

ბ)  მთაწმინდის ანძა - დუშეთის ანძა

7107.5 მჰც±13.5 მჰც და 7359.5 მჰც±13.5 მჰც;

გ)   დუშეთის ანძა  - გორის ანძა

                              8482.0 მჰც±14 მჰც და 8363.0 მჰც±14 მჰც;     

  დ)   გორის ანძა - სტუდია გორში (ჭავჭავაძის ქ.№45)

17727.5 მჰც±14 მჰც და 18737.5 მჰც±14 მჰც;

 2.  აღირიცხოს შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთისთვის” მინიჭებული რადიოსიხშირეები  კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში,  შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთისთვის”   რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთისთვის”      ჩაბარებისთანავე.

კომისიის   თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი                                                                                                              ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                            ი.მოსეშვილი