კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიებს გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 439 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2013

მიღების თარიღი ივლისი 11, 2013

კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიებს გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 ივნისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/237-13) მიმართა შპს „ფოლკ რადიომ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N202432536) კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიების                შპს ”სამაუწყებლო სახლისთვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N412688355) სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. განცხადებას თანდართული აქვს შპს „ფოლკ რადიოს“ და შპს „სამაუწყებლო სახლის“ ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ორივე კომპანიის მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაციები. 2013 წლის 20 ივნისს კომისიაში ასევე შემოვიდა შპს ”სამაუწყებლო სახლის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/3338-13), რომლითაც კომპანია ადასტურებს მასსა და შპს „ფოლკ რადიოს“ შორის კერძო მაუწყებლობის №B98 და და №B144 ლიცენზიების გადაცემასთან დაკავშირებულ განზრახვას.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

                „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

                ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფოლკ რადიო“ ფლობს:

1. კერძო მაუწყებლობის №B98 ლიცენზიას 2018 წლის 28 მარტამდე, კომისიის 2008 წლის №160/1 გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (თბილისის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო  ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

მოდუ-ლაცია

პოლარი-ზაცია V/H

სიხშირე (მჰც)

სიმძლავრე              (ვტ)

გასხივება

ანტენის   სიმაღლე               მიწის/ზ.მ.          

თბილისი მთაწმინდის ანძა

N 41°  41’ 44”     E 044°  47’ 09”

FM

V

99,3

1000

წრიული

80

2. კერძო მაუწყებლობის №B144 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის №326/1 გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 მაისამდე;

დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ახმეტა;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

1.

ქ. ახმეტა

103,1

FM

V

წრიული

750

N 42° 4 12"

E 45°24 18"

20

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიერ კომისიაში, წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო სახლის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე ანა კუპატაძე (პირადი ნომერი: 60001069642). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ანა კუპატაძე ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ფოლკ რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს „ფოლკ რადიოს“ დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე ნინო უშიკიშვილი (პ/ნ 01030004608), ხოლო 100% წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გიორგი უშიკიშვილი (პირადი ნომერი: 01030001829). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ნინო უშიკიშვილი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „ფოლკ რადიოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიების შპს “სამაუწყებლო სახლისთვის” გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (10/672-13, 21.06.13წ.) შპს „სამაუწყებლო სახლი”, ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა; ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს „სამაუწყებლო სახლი“ ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ ფლობენ ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. შესაბამისად, შპს „ფოლკ რადიოს“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიების შპს “სამაუწყებლო სახლისთვის“ გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ფოლკ რადიოს“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიების შპს “სამაუწყებლო სახლისთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ფოლკ რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „ფოლკ რადიოს“ მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიების                           შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ სარგებლობაში გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს „ფოლკ რადიოს“ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144  ლიცენზიების  შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ სარგებლობაში გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს შპს „სამაუწყებლო სახლმა“ კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიების სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B98 და №B144 ლიცენზიების სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფოლკ რადიოსთვის“ და შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                       კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                  აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                 ირაკლი მოსეშვილი