შპს ”ჯეოლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმებისა და შპს ”ჯეოპლუსისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

ნომერი: 608 / 24

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2013

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2013

 

შპს ”ჯეოლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმებისა და შპს ”ჯეოპლუსისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/378-13, 10.09.2013) მიმართა შპს ”ჯეოლაინმა” და შპს ”ჯეოპლუსმა”  შპს ”ჯეოლაინის” სარგებლობაში არსებული ნუმერაციის სარგებლობის ნებართვებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის შპს ”ჯეოპლუსის” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.  

      კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ”ჯეოლაინი” ფლობს   ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად და ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგ ნებართვებს:

1.           №N 27   2014 წლის 29 ივნისამდე, კომისიის 2012 წლის 29 ივნისის 458/24 გადაწყვეტილებით;

2.           №N 49   2014 წლის 10 აგვისტომდე, კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს 532/24 გადაწყვეტილებით;

3.           №N 56   2014 წლის 10 აგვისტომდე, კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს 532/24 გადაწყვეტილებით;

4.           №N 87   2013 წლის 16 ნოემბრამდე, კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის 717/24 გადაწყვეტილებით;

5.           №N 88   2013 წლის 16 ნოემბრამდე, კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის 717/24 გადაწყვეტილებით;

6.           №N 95   2013 წლის 21 დეკემბრამდე, კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის 812/24 გადაწყვეტილებით;

7.           №N 110  2014 წლის 7 მარტამდე, კომისიის 2013 წლის 7 მარტის 154/24 გადაწყვეტილებით;

8.           №N 111  2014 წლის 7 მარტამდე, კომისიის 2013 წლის 7 მარტის 154/24 გადაწყვეტილებით;

9.           №N124   2014 წლის 29 მარტამდე, კომისიის 2013 წლის 29 მარტის 205/24 გადაწყვეტილებით;

10.       №N129 2014 წლის 19 აპრილამდე, კომისიის 2013 წლის 19 აპრილის 271/24 გადაწყვეტილებით;

11.       №N 130 2014 წლის 2 მაისამდე, კომისიის 2013 წლის 2 მაისის 305/24 გადაწყვეტილებით;

12.       №N 131  2014 წლის 2 მაისამდე, კომისიის 2013 წლის 2 მაისის 306/24 გადაწყვეტილებით;

13.       №N 138  2014 წლის 28 ივნისამდე, კომისიის 2013 წლის 28 ივნისის 418/24 გადაწყვეტილებით;

 კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნებართვის გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოპლუსი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

1.                   B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

·                     ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·                           ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

2.  B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

·                     ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

3. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

·                     ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

      კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

       ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

            კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის  და მე-8 მუხლის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებზე  უფასო, სტანდარტული ტარიფით, დამატებული ღირებულების, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო), დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული) და დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად, ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომერზე შეადგენს  - 5 ლარს. ამავე დადგენილების  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს   1 ლარს - ნუმერაციის ერთ რესურსზე;

    კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ”ჯეოლაინის” და შპს ”ჯეოპლუსის”  მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოლაინის” და შპს ”ჯეოპლუსის” მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ  კომისიაში წარმოდგენილია  შპს ”ჯეოლაინის” და შპს ”ჯეოპლუსის” ერთობლივი განცხადება, შპს ”ჯეოპლუსის” ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს ”ჯეოპლიუსის” მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 1300 ლარის (100 ლარი თითოეულ ნებართვაზე) და რესურსით სარგებლობის საფასურის - 800 ლარის (სულ არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების   160 სატელეფონო ნომერზე (5 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე)) და 100 ლარის (სულ ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის 100 სააბონენტო ნომერზე (1ლარი ერთ სააბონენტო ნომერზე)) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

       კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოპლუსი” არ ფლობს ნუმერაციის რესურსს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით  და ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის  და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 29 ივნისის №458/24, 2012 წლის 10 აგვისტოს № 532/24, 2012 წლის 16 ნოემბრის №717/24, 2012 წლის 21 დეკემბრის №812/24, 2013 წლის 7 მარტის №154/24, 2013 წლის 29 მარტის №205/24, 2013 წლის 19 აპრილის №271/24, 2013 წლის 2 მაისის №305/24, 2013 წლის 2 მაისის №306/24 და 2013 წლის 28 ივნისის №418/24 გადაწყვეტილებები და გაუქმდეს შპს ”ჯეოლაინის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ნებართვები:  №N 27, №N 49,  №N 56,  №N 87,   №N 88,   №N 95,   №N 110,  №N 111,  №N124,   №N 129,  №N 130,  №N 131  და №N 138 

2. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N147  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 800 300 300-800 300 309 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის ან გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებელს გაუწევს ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებას.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N148  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 903 100 100-903 100 149 (სულ ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით (ინტერაქტიული) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით (ინტერაქტიული) მომსახურებისათვის ან გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებელს გაუწევს ინტელექტუალური ქსელებით (ინტერაქტიულ) მომსახურებას;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

4. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N149  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 903 200 200-903 200 229 (სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით (ინტერაქტიული) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით (ინტერაქტიული) მომსახურებისათვის ან გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებელს გაუწევს ინტელექტუალური ქსელებით (ინტერაქტიულ) მომსახურებას;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

5. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N150  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 901 100 100-901 100 109 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის ან გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებელს გაუწევს ინტელექტუალური ქსელებით (საქველმოქმედო) მომსახურებას;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

6. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N151  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 95100-95129 (სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

7.  მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N152  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 95130-95149 (სულ ოცი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეშვიდე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

8. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N153  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 95200-95229 (სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მერვე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

9. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N154  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 95400-95409 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეცხრე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

10. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N155  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 95700-95709 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეათე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

11. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N156  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 95900-95909 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეთერთმეტე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

12. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N157  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 90300-90309 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით (უფასო) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეთორმეტე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით (უფასო) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

13. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N158  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 91990-91999 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეცამეტე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

14. მიეცეს შპს ”ჯეოპლუსს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N159  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 93100-93129 (სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით (დამატებული ღირებულების) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეთოთხმეტე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით (დამატებული ღირებულების) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

15.  ეცნობოს შპს ”ჯეოპლუს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

16. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).

17. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში.

18. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”ჯეოპლუსისთვის”  ჩაბარებისთანავე.

19. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                        ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე