შპს ”მიკრონეტისთვის” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 276 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2014 13:19

მიღების თარიღი მაისი 29, 2014

 

შპს ”მიკრონეტისთვის”  არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”მიკრონეტმა”  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/499-13, 28.11.2013)  თბილისში და თბილისიდან  თელავის მიმართულებით (მთა ცივის ანძა) რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, 6გჰც ÷ 18გჰც-მდე  სიხშირულ ზოლში, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით რადიოსარელეო   სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.  შპს ”მიკრონეტს” რადიოსარელეო  ხაზები ესაჭიროება  ინტერნეტ მომსახურებისთვის   WiFi ტექნოლოგიით  მოქმედ ტერმინალებს   შორის  ინფორმაციული  ნაკადების გადასაწოდებლად.

     კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი   ან   რადიოსარელეო   ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს,  10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება „რადიოსიხშირული   სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს  კომპენსაცია”.

          კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მიკრონეტი”  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაცია: თარიღი - 2010 წლის 15 თებერვალი),  A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე  B.F.2   ინტერნეტ მომსახურებაზე  (WiFi ტექნოლოგია).      

     კომისია აღნიშნავს,  რომ შპს ”მიკრონეტისთვის”, სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის შერჩეულ იქნა  რადიოსიხშირეები (სიხშირული წყვილები) და ეცნობა წერილით №06/07-14, 06.01.2014.   თანხმობა  სიხშირეების გამოყენებაზე  შპს ”მიკრონეტმა”, კომისიას აცნობა წერილით №2/1135, 27.09.13 (კომისიაში რეგისტრირებული №7/103-14, 11.03.14).

  აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”მიკრონეტს”,   „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  10656  (ათი  ათას  ექვსასორმოცდათექვსმეტი ლარი) ლარს.

        კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მიკრონეტის”  მიერ    რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად,  თბილისში და თბილისიდან თელავის მიმართულებით (მთა ცივის ანძა) რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”მიკრონეტს”, რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, თბილისში და თბილისიდან თელავის მიმართულებით (მთა ცივის ანძა) რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად  დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული  დანიშნულებით,  10 წლის ვადით - 2024  წლის  29 მაისამდე, აუქციონის გარეშე;

2. დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. განესაზღვროს     შპს ”მიკრონეტს”,  სიხშირული     რესურსით     სარგებლობის უფლების   მოსაპოვებლად   აუქციონის   საწყისი   საფასურის    ოდენობა   10656  (ათი  ათას  ექვსასორმოცდათექვსმეტი ლარი) ლარის  ოდენობით;         

4.  უზრუნველყოს შპს ”მიკრონეტმა”, ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული   საფასურის  10656  (ათი  ათას  ექვსასორმოცდათექვსმეტი ლარი)  ლარის   საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში  გადახდა 10 დღის ვადაში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 5 დღის  ვადაში;

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი -TRESGE 22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

5. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  შპს ”მიკრონეტის” მიერ აუქციონის   საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

6. შპს ”მიკრონეტის”  მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის  10656  (ათი  ათას  ექვსასორმოცდათექვსმეტი ლარი)  ლარის  გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის  შესაბამისად;

7. აღირიცხოს შპს ”მიკრონეტისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

8. საქართველოს კანონმდებლობის  ცვლილების  შემთხვევაში შპს ”მიკრონეტისთვის”   რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,№6) 1 თვის ვადაში;   

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                    ვ. აბაშიძე                            

კომისიის წევრი                                                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                     კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                     ი. მოსეშვილი

 

თანდართული დოკუმენტები: