შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის ააიპ ”არასამეწარმეო მედია კავშირი ”ობიექტივისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 605 / 5

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2014 17:52

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/437-14) მიმართა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-მა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205046065) და ააიპ არასამეწარმეო მედია კავშირი ”ობიექტივმა” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404385465) შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის ააიპ არასამეწარმეო მედია კავშირი ”ობიექტივისთვის” გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულ განცხადებას თანდართული აქვს კომპანიებს შორის 2014 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ”, ასევე ორივე კომპანიის შესაბამისობის დეკლარაციები და ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიას 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №292/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა

სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

სატელევიზო არხი

სიხშირული ზოლი (მჰც)

ანტენის დაკიდების სიმაღლე (±20მ)

პოლარიზაცია (H/V)

გადამცემის სიმძლავრე (ვატი)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს (დბ)

აღმოსავლეთ გრძედი

ჩრდილოეთ განედი

1.

ქ. თბილისი

მთაწმინდის სატელევიზიო ანძა

44°47 06"

41°41 45"

54

734-742

100

H

2000

6

                       

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±20მ).

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივის“ მიერ კომისიაში, წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ააიპ მედია-კავშირი „ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე ირაკლი ცილიკიშვილი (პირადი ნომერი: 01019009508), გამგეობის წევრები არიან, საქართველოს მოქალაქეები: სოსო ზაალიშვილი (პირადი ნომერი:01008011874), თეა ნადირაძე (პირადი ნომერი:01025003865) და ზურაბ გოგიშვილი (პირადი ნომერი:01007002778). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ირაკლი ცილიკიშვილი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივი“ ფლობს კერძო  მაუწყებლობის №B114 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობის განხორციელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით და კერძო  მაუწყებლობის №B162 ლიცენზიას, რომელიც  ითვალისწინებს საერთო რადიომაუწყებლობის განხორციელებას ქ. თბილისში 105.1 მგჰც სიხშირეზე. ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივი“ არ ფლობს საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიას.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (10/1743-14, 24.10.14წ.), ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივი“ ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.

ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივი“, ისევე როგორც მისი წევრები საქართველოს მოქალაქეები:  ირაკლი ცილიკიშვილი (პირადი ნომერი: 01019009508), სოსო ზაალიშვილი (პირადი ნომერი:01008011874), თეა ნადირაძე (პირადი ნომერი:01025003865) და ზურაბ გოგიშვილი (პირადი ნომერი:01007002778) კერძო მაუწყებლობის №B114 და №B62 ლიცენზიების გარდა არ ფლობენ სხვა ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. შესაბამისად, შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

    კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 30 ოქტომბერს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ  შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის დირექტორი გურამ კვირიკაშვილი  და ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ცილიკიშვილი. კომისიის სხდომაზე ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივის“დირექტორს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივის“უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივს“ და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნიათ ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის  ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივმა“ კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მფლობელობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივს“, რომ კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე, ასევე ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივი“ ვალდებულია დაიცვას საერთო ტელემაუწყებლობისთვის განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებები.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივის“ მიერ შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-სთვის და ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);

6. გადაწყვეტილება ძალაში ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                             აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                             ირაკლი მოსეშვილი