სს „სილქნეტისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 612 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2014 11:10

მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2014

სს  „სილქნეტისთვის“  დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 9 სექტემბერს,  სს „სილქნეტმა“ კომისიას მიმართა განცხადებით №3362/05-8 (კომისიაში რეგისტრაციის №7/383-14, 09.09.14), ამავე განცხადების დანართში გასაზღვრულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

         სს „სილქნეტს“ რადიოსარელეო   სიხშირეები   ესაჭიროება  ავტირიზებული საქმიანობის, კერძოდ მონაცემთა გადაცემის (B.F.3)  მომსახურების უზრუნველყოფისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

         მოთხოვნილ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის კომისიის მიერ შერჩეულ იქნა სიხშირეები და  სს „სილქნეტს“  შეთანხმების მიზნით  2014 წლის  2 ოქტომბერს გაეგზავნა   №06/2044-14 წერილით. თანხმობა სს „სილქნეტმა“ კომისიას აცნობა წერილით    №3952/05-8, 16.10.14   (კომისიაში რეგისტრაციის №6/6212-14, 17.10.14).

         კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ რეგისტრირებულია ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ  (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 02.04.2009, საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978) და წარმოადგენს ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე     ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010).

        „ელექტრონული   კომუნიკაციების    შესახებ“    საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი   ან   რადიოსარელეო   ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს,  10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება  რადიოსიხშირული   სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით.“

      აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტს“  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  1,598.40 (ერთი ათას ხუთასოთხმოცდათვრამეტი  ლარი და 40 თეთრი)  ლარს.              

   კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,  წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის   მონაკვეთზე,  რადიოსარელეო ხაზის  ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს სს „სილქნეტს“  რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის   მონაკვეთზე,  რადიოსარელეო ხაზის  ფუნქციონირებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2014  წლის    6  ნოემბრამდე,  აუქციონის გარეშე;

2.  განესაზღვროს     სს „სილქნეტს“      სიხშირული       რესურსით       სარგებლობის     უფლების

მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 1,598.40 (ერთი ათას ხუთასოთხმოცდათვრამეტი  ლარი და 40 თეთრი)  ლარის ოდენობით;         

3.  უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 1,598.40 (ერთი ათას ხუთასოთხმოცდათვრამეტი  ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში- 2014 წლის 16  ნოემბრამდე;

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

       ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      TRESGE 22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს   სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების უფლება სს „სილქნეტს“  მიეცეს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებისთანავე; 

5. სს „სილქნეტის“  მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის   1,598.40 (ერთი ათას ხუთასოთხმოცდათვრამეტი  ლარი და 40 თეთრი)   ლარის  გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;

6. აღირიცხოს სს „სილქნეტისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

7.  საქართველოს კანონმდებლობის  ცვლილების  შემთხვევაში სს „სილქნეტისთვის“  რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

 კომისიის თავმჯდომარე                                                                              ვ.აბაშიძე

  კომისიის    წევრი                                                                                            ს.ბრიტანჩუკი

  კომისიის წევრი                                                                                       ა.სიხარულიძე

  კომისიის წევრი                                                                                       კ.ბექაური             

  კომისიის წევრი                                                                                       ი.მოსეშვილი

         

დანართი

ადგილი  და კოორდინატები

 RF-ზოლი

გადამცემის სიმძლავრე

 სიხშირეები

A

B

W

A

B

MHz

MHz

MHz

გარდაბანი 41°27 08" N 45° 5 20.76" E

 

27.5

0.2

18002.5

 
 

გარდაბნის მიმდებარე ტერიტორია 41°26 19.30" N 45° 8 37.50" E

27.5

0.2

 

19012.5