შპს „მობიტელისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 190 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2015

მიღების თარიღი აპრილი 16, 2015 18:35

   შპსმობიტელისთვისდამხმარე  ტექნოლოგიური  არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 8 იანვარს,  შპს „მობიტელმა“ კომისიას მიმართა განცხადებით № 05/15,06.01.15 (რეგისტრირებული № 7/06-15, 08.01.15) 4G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით,  არსებული რადიოსარელეო ქსელის ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, დამატებითი რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

     შპს „მობიტელის“ მიერ განცხადებაში განსაზღვრულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების აგებისა და ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირეები და შეთანხმებისთვის მიმდინარე წლის 6 აპრილს შპს „მობიტელს“  ეცნობა წერილით № 06/438-15. აღნიშნულ წერილში განსაზღვრული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობა შპს „მობიტელმა“ კომისიას აცნობა მიმდინარე წლის 6 აპრილს  წერილით № 168/15 (რეგისტრირებული №შ-6/1687-15,06.04.15).

      კომისია   ასევე   აღნიშნავს,  რომ    შპს  „მობიტელი “   წარმოადგენს   ავტორიზებულ   პირს,  ფლობს  სხვადასხავა  სიხშირულ   დიაპაზონებში   რადიოსიხშირული    სპექტრით   სარგებლობის  F5, F42, F59 და F97 ლიცენზიებს, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის.      

    კომისია  აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მობიტელს“ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის  საწყისი   საფასურის ოდენობა,   რომელიც 

შეადგენს  232394.4 (ორასოცდათორმეტი  ათას სამასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს.

      კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული რადიოსარელეო ხაზების სადგურეების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის,   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „მობიტელს“ რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში  განლაგებული    რადიოსარელეო   ხაზების   სადგურების     ფუნქციონირებისთვის,

 არაკომერციული მიზნით - შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2025  წლის  16 აპრილამდე,  აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  შპს „მობიტელს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 232394.4 (ორასოცდათორმეტი  ათას სამასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარით;

3.   უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის    232394.4 (ორასოცდათორმეტი  ათას სამასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა - 200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი -TRESGE22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მობიტელის“  მიერ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5. შპს „მობიტელის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის   232394.4 (ორასოცდათორმეტი  ათას სამასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;

6.   აღირიცხოს შპს „მობიტელისთვის“  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს „მობიტელის“ მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მობიტელისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,  №6)   1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

   კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვ.აბაშიძე

  კომისიის    წევრი                                                                                               კ.ბექაური                                                    

  კომისიის    წევრი                                                                                                 გ.ფრუიძე                                                        

 კომისიის    წევრი                                                                                                   მ.ქათამაძე                                                           

 

თანდართული დოკუმენტები: