რიგი იურიდიული პირების მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 547 / 2

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2016 18:30

მიღების თარიღი აგვისტო 09, 2016

რიგი იურიდიული პირების მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირების შესახებ

                  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 27 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი: 50140000.05.001.018103), რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე ცვლილება შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) და 451-ე მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვპუნქტებში. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3  პუნქტები ამოქმედდება ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს,  კერძოდ, 2016 წლის 10 აგვისტოდან.

                  კომისია აღნიშნავს, რომ კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება იმ იურიდიული პირების მაუწყებლობის ავტორიზაციებში, რომელთაც ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის ტექნოლოგიაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად მითითებული აქვთ 12 საათზე ნაკლები. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის თანახმად ქვემოთ ჩამოთვლილ ავტორიზებულ პირებს  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის ავტორიზაციაში მითითებული აქვთ 12 საათზე ნაკლები მაუწყებლობა.

N

ავტორიზაციის ნომერი

კომპანიის დასახელება

მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში

1

BR-261

შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია

8

2

BR-229

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი

6

3

BR-29

შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში

6

4

BR-269

შპს ეკომი

8

5

BR-5014

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისუფალი მედია სივრცე

6

6

BR-280

შპს იმპერია

6

7

BR-1208

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა

6

8

BR-1209

შპს კოლხეთი 89

6

9

BR-1018

შპს მარნეული ტვ

6

10

BR-1028

შპს პალიტრა TV

8

11

BR-1163

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა

6

12

BR-282

შპს სამაუწყებლო კომპანია ”იმერვიზია”

6

13

BR-1141

შპს სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი

6

14

BR-1275

სს სამაუწყებლო ტელევიზია კოლხეთი

10

15

BR-983

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამოქალაქო განათლების ფონდი

6

16

BR-289

შპს ტელეარხი 25

6

17

BR-223

შპს ტელეკომპანია ”გურჯაანი”

6

18

BR-251

შპს ტელეკომპანია ”დია”

6

19

BR-242

შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრი”

6

20

BR-232

შპს ტელეკომპანია ”კავკასია”

8

21

BR-281

შპს ტელეკომპანია თბილისი

6

22

BR-5000

შპს ტელეკომპანია მაესტრო

6

23

BR-998

შპს ტელეკომპანია ქართული არხი

6

24

BR-318

შპს ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი

6

25

BR-1162

შპს ტელერადიო კომპანია ატვ-12

6

26

BR-231

შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო

6

27

BR-82

შპს ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი

6

28

BR-324

შპს ომეგა

8

29

BR-288

შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2

6

30

BR-359

შპს ტელე-რადიო კომპანია თვალი

6

 

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ქვემოთ მითითებული იურიდიული პირების მაუწყებლობის ავტორიზაციები და დღე-ღამის განმავლობაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის მინიმალურ ხანგძლივობად განისაზღვროს 12 საათი;

ა) შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია - ავტორიზაციის № BR-261;

ბ) შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი - ავტორიზაციის № BR-229;

გ) შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში - ავტორიზაციის № BR-29;

დ) შპს ეკომი - ავტორიზაციის № BR-269;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისუფალი მედია სივრცე - ავტორიზაციის №BR-5014;

ვ) შპს იმპერია - ავტორიზაციის №BR-280;

ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა - ავტორიზაციის № BR-1208;

თ) შპს კოლხეთი 89 - ავტორიზაციის №BR-1209;

ი) შპს მარნეული ტვ - ავტორიზაციის № BR-1018;

კ) შპს პალიტრა TV - ავტორიზაციის №BR-1028;

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა - ავტორიზაციის №BR-1163;

მ) შპს ტელე-რადიო კომპანია თვალი - ავტორიზაციის №BR-359;

ნ) შპს სამაუწყებლო კომპანია ”იმერვიზია” - ავტორიზაციის № BR-282;

ო) შპს სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი - ავტორიზაციის № BR-1141;

პ) სს სამაუწყებლო ტელევიზია კოლხეთი - ავტორიზაციის № BR-1275;

ჟ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამოქალაქო განათლების ფონდი - ავტორიზაციის № BR-983;

რ) შპს ტელეარხი 25 - ავტორიზაციის №BR-289;

ს) შპს ტელეკომპანია ”გურჯაანი” - ავტორიზაციის №BR-223;

ტ) შპს ტელეკომპანია ”დია” - ავტორიზაციის №BR-251;

უ) შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრი” - ავტორიზაციის №BR-242;

ფ) შპს ტელეკომპანია ”კავკასია” - ავტორიზაციის №BR-232;

ქ) შპს ტელეკომპანია თბილისი - ავტორიზაციის №BR-281;

ღ) შპს ტელეკომპანია მაესტრო - ავტორიზაციის №BR-5000;

ყ) შპს ტელეკომპანია ქართული არხი - ავტორიზაციის №BR-998;

შ) შპს ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი - ავტორიზაციის №BR-318;

ჩ) შპს ტელერადიო კომპანია ატვ-12 - ავტორიზაციის №BR-1162;

ც) შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო - ავტორიზაციის №BR-231;

ძ) შპს ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი - ავტორიზაციის №BR-82;

წ) შპს ომეგა -ავტორიზაციის № BR-324;

ჭ) შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 - ავტორიზაციის №BR-288;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის პირველ პუნქტში მითითებული ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება                          (ნ. ჯანელიძე).

3. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტისა) ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                           მერაბ ქათამაძე