შპს „მობიტელისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 854 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2017 18:32

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2016

შპს „მობიტელისთვისრადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის №839/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016  წლის 8 ნოემბრის №731/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მობიტელი“.

ამავე გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად შპს „მობიტელს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის  7 249 939.00 (შვიდი მილიონ ორასორმოცდაცხრა ათას ცხრაასოცდაცხრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარის 30%-ის - 2 174 981.70  (ორი  მილიონ ასსამოცდათოთხმეტი ათას ცხრაასოთხმოცდაერთი ლარი და 70 თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი 690 470.40 (ექვსასოთხმოცდაათი ათას ოთხასსამოცდაათი ლარი და 40 თეთრი) ლარი ანუ  - 1, 484 511. 30 (ერთი მილიონ ოთხასოთხმოცდაოთხი ათას ხუთასთერთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.  

კომისია, აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 1, 484 511. 30 (ერთი მილიონ ოთხასოთხმოცდაოთხი ათას ხუთასთერთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის  გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის ნომერი - №6/13315-16).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   52-ე მუხლის, 472-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  კომისიის 2005  წლის 12  დეკემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა“ და კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის  №839/8  გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს შპს „მობიტელს“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F101 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1925-1930 მჰც  და  2115-2120 მჰც (სულ 10 (2x 5)  მჰც);

ბ) გეოგრაფიული არეალი:  საქართველო;

გ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა: 2016 წლის 29 დეკემბრიდან - 2031 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით;

დ) ტექნიკური პირობები:

დ.ა)  FDD საბაზო სადგურებისათვის (დაუნლინკი): 

დ.ა.ა) ბლოკის შიგნით EIRP-ს  (ეკვივალენტური იზოტროპულად გასხივებული სიმძლავრე) ზედა ზღვრული მნიშვნელობა საბაზო სადგურისათვის -  65 დბმ/5 მჰც. 

დ.ა.ბ) საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობა თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე თითოეულ სექტორზე):

ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები FDD

 დაუნლინკისათვის

მაქსიმალური საშუალო

EIRP ბლოკის გარეთ

             გაზომვების

ზოლის სიგანე

სიხშირეები, რომლებიც დაშორებულია 10 მჰც-ზე მეტით

 ბლოკის ზედა ან ქვედა საზღვრისაგან

9  დბმ

5 მჰც

დ.ა.გ)  გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე თითოეულ სექტორზე) FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი  სიხშირეებისათვის 

ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები

მაქსიმალური საშუალო

 EIRP ბლოკის გარეთ

გაზომვების

ზოლის სიგანე

-10 მჰც-დან -5 მჰც-მდე  ბლოკის  ქვედა საზღვრიდან

11 დბმ

5 მჰც

-5 მჰც-დან 0 მჰც-მდე  ბლოკის ქვედა  საზღვრიდან

16.3  დბმ

5 მჰც

0 მჰც-დან +5 მჰც-მდე  ბლოკის  ზედა საზღვრიდან

 16.3  დბმ

5 მჰც

+5 მჰც-დან +10 მჰც-მდე  ბლოკის  ზედა საზღვრიდან

11 დბმ

5 მჰც

დ.ა.გ) FDD ტერმინალური სადგურებისათვის (აფლინკი): ტერმინალური სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის შიგნით გასხივების  მაქსიმალური საშუალო მნიშვნელობა - 24 დბმ. 

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: 

ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების  შესაბამისად გამოყენება;

ე.ბ) კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების რადიორეგლამენტის შესაბამისად საერთაშორისო კოორდინაციისათვის  განსაზღვრული პირობებისა და კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა რეგიონებში რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების შესრულება;

ე.გ) კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია საბაზო სადგურების განთავსების ადგილის (გეოგრაფიული კოორდინატები), ანტენის დაკიდების სიმაღლის, ანტენის ტიპის, დახრის კუთხისა და მიმართულების (აზიმუტი), ასევე თითოეული გადამცემი სადგურის  ფარგლებში  გამოყენებული სიხშირული ზოლის შესახებ;

ე.დ) ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს მომიჯნავე რადიოსიხშირული ბლოკით მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელთან ერთად რადიოსიხშირული რესურსის კოორდინირებულად   გამოყენება;   

ე.ე) ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრული რესურსის გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მინიმუმ 30%-ის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე;

ე.ვ) 800/900/1800/2100 მჰც დიაპაზონებში მის სარგებლობაში არსებული რესურსის ფარგლებში  დანერგილი  ერთი ან ერთზე მეტი  უსადენო ტექნოლოგიის (მიწისზედა სისტემის) გამოყენებით, ერთობლივად,  ლიცენზიის მიღებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს   საქართველოს მოსახლეობის  (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მინიმუმ 90%-ის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე;

ე.ზ) შეეგუოს მოსალოდნელ შექმნილ ხელშეშლებს და მიიღოს ყველა ზომა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად;

ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე,  კომისია უფლებამოსილი იქნება  დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს  დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად.

2. შპს „მობიტელმა“ უზრუნველყოს №F101 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი   რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 5,074,957.30 (ხუთი მილიონ სამოცდათოთხმეტი ათას ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი  რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402 

422 903.30 ლარი - 2017 წლის 29 იანვრამდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 28 თებერვლამდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 მარტამდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 აპრილამდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 მაისამდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 ივნისამდე.

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 ივლისამდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 აგვისტომდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 სექტემბრამდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 ოქტომბრამდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 ნოემბრამდე;

422 914.00 ლარი - 2017 წლის 29 დეკემბრამდე;

3. შპს „მობიტელმა“  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს: 

ა)   სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ)   სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის“ გაგზავნის ზრუნველყოფა (ნ. ჯავახიძე). 

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე   დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

8. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი);

9. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტებისა და მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე