შპს „ა-ნეტ“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმებისა და შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

ნომერი: 122 / 24

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:36

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2017

შპსა-ნეტ-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმებისა და შპმაგთიკომისთვისნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1606-17, 20.02.2017, №შ-6/1684-17, 20.02.2017, №შ-7/1776-17, 22.02.2017) მიმართა შპს „მაგთიკომმა” და შპს „ა-ნეტმა“,  შპს „ა-ნეტის” სარგებლობაში არსებული  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების შპს „მაგთიკომის” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ა-ნეტი”:

ა) კომისიის 2012 წლის 9 მარტის №198/24 გადაწყვეტილებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ფლობს ქ. ქობულეთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ნებართვას 1000 სააბონენტო ნომერზე (210XXX);

ბ) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №578/24 გადაწყვეტილებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ბათუმში ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N162 ნებართვას 6000 სააბონენტო ნომერზე (23 00 00-23 59 99);

გ) კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის №578/24 გადაწყვეტილებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ბათუმში ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N163 ნებართვას 3000 სააბონენტო ნომერზე (23 70 00-23 99 99);

დ) კომისიის 2016 წლის 21 ივლისის №500/24 გადაწყვეტილებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. ბათუმში ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N292 ნებართვას 5000 სააბონენტო ნომერზე (21 00 00-21 49 99);

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნებართვის გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

GSM

WCDMA

CDMA

LTE

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi

CDMA

3G

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

როუმინგული კავშირით მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება 

მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.    

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა -არაგეოგრაფიულ  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის; ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „მაგთიკომის” და შპს „ა-ნეტის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს,  რომ შპს „ა-ნეტის“ და შპს  „მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ  კომისიაში წარმოდგენილია შპს „ა-ნეტის“ და შპს  „მაგთიკომის” ერთობლივი განცხადება, შპს „ა-ნეტის“ და შპს „მაგთიკომის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს „მაგთიკომის“ მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 400 ლარის  (თიოთოეულ ნებართვაზე 100 ლარი) და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1500 ლარის (0,10 ლარი 1სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა,  რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ქ. ბათუმში ფლობს 1000 სააბონენტო ნომერს.  შპს „მაგთიკომს“ სტატისტიკურ ფორმების მიხედვით 2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით  ჰყავს  769 რეგისტრირებული აბონენტი,  რაც მასზე გაცემული ნუმერაციის რესურსის 76.9%-ს შეადგენს. ქ. ქობულეთში შპს „მაგთიკომი“ არ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს,  შპს „ა-ნეტი“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე ფლობს 781 აქტიურ აბონენტებს, რომლებიც წინასწარ ინფორმირებული არიან მომსახურების მიმწოდებლის ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 20 თებერვალს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1684-17).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის  და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ა-ნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№N1, N162, N163 და N292 ნებართვები და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 9 მარტის №198/24, 2013 წლის 23 სექტემბრის №578/24 და 2016 წლის 21 ივლისის №500/24  გადაწყვეტილებები;

2. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N349 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 210000-210999, სულ 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქობულეთის მუნიციპალიტეტი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 1 მარტიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N350 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 23 00 00-23 59 99, სულ 6 000 (ექვსი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 1 მარტიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

4. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N351 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 23 70 00-23 99 99, სულ 3 000 (სამი ათასი)  სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 1 მარტიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

5. მიეცეს შპს „მაგთიკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N352 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 21 00 00-21 49 99, სულ 5 000 (ხუთი ათასი)  სააბონენტო ნომერი  ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 1 მარტიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

6.  ეცნობოს შპს „მაგთიკომს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე (2018 წლის 1 მარტამდე) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ა-ნეტისთვის“ და შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ა-ნეტისთვის“ და შპს „მაგთიკომისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                      ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           მერაბ ქათამაძე