სს „სილქნეტის” მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 153 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 13:04

მიღების თარიღი მარტი 09, 2017

სს „სილქნეტის” მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1856-17 23/02/2017) მაუწყებლობის ავტორიზაციების (BR-1127, 21.12.2016; BR-1128, 21.12.2016; BR-1131, 21.12.2016; BR-1132, 21.12.2016; BR-1133 21.12.2016; BR-1134 21.12.2016; BR-5021, 21.12.2016;) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს ტელემაუწყებლობის ენად დამატებით რუსული და ინგლისური ენების განსაზღვრა.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია:

 BR-1127, 21.12.2016, შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ზოგადი გასართობი (სპორტი)) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);         

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - ფასიანი;

ზ.ბ) ინტერნეტი - ფასიანი;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - ფასიანი;

BR-1128, 21.12.2016, შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

BR-1130, 21.12.2016, შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ზოგადი გასართობი (სპორტი)) ტელემაუწყებლობა;

 დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების

სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - ფასიანი;

ზ.ბ) ინტერნეტი - ფასიანი;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - ფასიანი;

BR-1131, 21.12.2016, შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ზოგადი გასართობი (მხატვრული კინო)) ტელემაუწყებლობა;

 დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - ფასიანი;

ზ.ბ) ინტერნეტი - ფასიანი;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - ფასიანი;

BR-1132, 21.12.2016, შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

BR-1133, 21.12.2016, შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ზოგადი გასართობი/მხატვრული ფილმები/საბავშვო თემატიკის გადაცემები)) ტელემაუწყებლობა;

 დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - ფასიანი;

ზ.ბ) ინტერნეტი - ფასიანი;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - ფასიანი;

BR-1134, 21.12.2016, შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მხატვრული და დოკუმენტური კინო) ტელემაუწყებლობა;

 დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 14 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (MUXE მულტიპლექსი);

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

BR-5021, 21.12.2016, შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;

 დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - ფასიანი;

ზ.ბ) ინტერნეტი - ფასიანი;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - ფასიანი;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2017 წლის 9 მარტის სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კახი ყურაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს სს „სილქნეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციების (BR-1127, 21.12.2016; BR-1128, 21.12.2016; BR-113121.12.2016; BR-113221.12.2016; BR-1133 21.12.2016; BR-1134 21.12.2016; BR-5021, 21.12.2016;) მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენებად დამატებით რუსული და ინგლისური ენების განსაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს სს „სილქნეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციები (BR-1127, 21.12.2016; BR-1128, 21.12.2016; BR-1131, 21.12.2016; BR-1132, 21.12.2016; BR-1133, 21.12.2016; BR-1134, 21.12.2016; BR-5021, 21.12.2016) და მაუწყებლობის ენებად განისაზღვროს - ქართული, რუსული და ინგლისური;

2. სს „სილქნეტი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს                            (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) სს „სილქნეტისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“  ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი  და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                           კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე