შპს „ქოლ ცენტრის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102 ნებართვის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 18 იანვრის №34/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 268 / 4

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2017 16:52

მიღების თარიღი აპრილი 20, 2017

შპსქოლ ცენტრისნუმერაციის რესურსით სარგებლობის N102 ნებართვის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 18 იანვრის №34/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2935-17, 05.04.2017) მიმართა შპს „ქოლ ცენტრმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102 ნებართვის გაუქმების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქოლ ცენტრი” კომისიის 2013 წლის 18 იანვრის №34/24 გადაწყვეტილებით ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების მომსახურების განსახორციელებლად ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N102 ნებართვას 20 სააბონენტო ნომერზე (900 007 000 – 900 007 009 და 900 007 030 - 900 007 039).  

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმების საფუძველია ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ნებართვის მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქოლ ცენტრი“ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით არ საქმიანობდა და შესაბამისად აბონენტები არ ჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ქოლ ცენტრის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102 ნებართვა და ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2013 წლის 18 იანვრის №34/24  გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს           (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ქოლ ცნტრისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქოლ ცნტრისთვის“ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ქოლ ცნტრისთვის“  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე