ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის“ გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 28 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 10, 2017 12:45

მიღების თარიღი იანვარი 17, 2017

ააიპ „თავისუფალი მედია სივრცესთვის გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 14 დეკემბრის N803/10 გადაწყვეტილებით გურიის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N676/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, გამარჯვებულად გამოცხადდა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“; ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად ააიპ „თავისუფალ მედია სივრცეს“ ერთი თვის ვადაში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 1000.00 (ერთი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება განესაზღვრა. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად ააიპ „თავისუფალ მედია სივრცეს“ დამატებით შემოთავაზებული  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 100.00  (ასი) ლარის, ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში გადახდა განესაზღვრა.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „თავისუფალ მედია სივრცემ“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  საფასურის 1100.00 (ერთი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის 9 იანვარს (კომისიაში რეგისტრაციის N6/119-17).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლისა და კომისიის 6 ოქტომბრის N676/10 და 14 დეკემბრის N803/10  გადაწყვეტილებების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

:

1. მიეცეს ააიპ „თავისუფალ მედია სივრცეს“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-G ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2017 წლის 20 იანვრიდან 2027 წლის 20 იანვრის ჩათვლით;

ბ) გეოგრაფიული ზონა: გურიის რეგიონი;

გ) ტექნიკური პირობები:

გ.ა) სტანდარტები და ტექნოლოგიები:

გ.ა.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის/ქსელების აგება უნდა განხორციელდეს DVB-T (EN 300 744) ან DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტით და მონაცემთა შემჭიდროვების MPEG 4 (H.264 - ISO/IEC 14496) ან MPEG 2 (H.222/H.262 – ISO/IEC 13818) ტექნოლოგიით; ქსელში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ინფორმაციის გადაცემის წმინდა სიჩქარე არანაკლებ 24 მგბ/წმ- სა;

გ.ა.ბ) MPEG-4 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში უნდა იქნას უზრუნველყოფილი სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 1.7 მგბ/წმ) სიჩქარით და მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით. MPEG-2 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას უზრუნველყოფილი სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 3 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 2.4 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას);

გ.ბ) ხელმისაწვდომობის ხარისხი (SLA):

გ.ბ.ა) მომსახურების შეფერხების შემთხვევაში, „შეცდომა“ განისაზღვრება ETSI TR 101 290 სტანდარტის შესაბამისად. ლიცენზიის ფარგლებში ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილ უნდა იყოს - 98.5%;

გ.ბ.ბ) “არახელმისაწვდომობა” განსაზღვრული უნდა იყოს, როგორც ქსელის ოპერატორის მიერ პრობლემის აღმოჩენიდან მის აღმოფხვრამდე საჭირო დროის ხანგრძლივობა; „შეცდომები“, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 15 წამს უნდა იყოს იგნორირებული; ხელმისაწვდომობის დრო ითვლება დამოუკიდებლად, ცალკეული არხისა და ცალკეული ძირითადი გადამცემი სადგურის მონაცემების მიხედვით;

გ.ბ.გ) ხელმისაწვდომობის გაანგარიშების ფორმულა შემდეგი სახისაა:

K = 100 x (1-X/8760)

 სადაც;

K - წარმოადგენს რეალურ ხელმისაწვდომობას გამოხატულს %-ებში;

X- წარმოადგენს არახელმისაწვდომობის დროს (საათები წელიწადში);

8760- წარმოადგენს სულ საათების რაოდენობას წელიწადში.

გ.გ) სათაო და გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრები:

გ.გ.ა) სათაო სადგურს (Head-end) და გადამცემს უნდა გააჩნდეს CE ნიშანდება, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

სათაო სადგური თავსებადი უნდა იყოს 220ვ ±10 %, 50ჰც ცვლადი დენის ადგილობრივი ქსელის ფაზა-ნეიტრალური ტიპის კვებასთან და უნდა იძლეოდეს ტექნიკური პარამეტრების შემდეგი მინიმალური კომბინაციების განხორციელების შესაძლებლობას:

პროგრამის ინკოდირება, შემჭიდროვება და ნაკადების მულტიპლექსირება: მინიმუმ 2 HD და 2 SD პროგრამა, 1 HD და 3 SD პროგრამა, ან 4 SD პროგრამა;

ინკოდირების ფორმატი და შემჭიდროვების აუცილებელი პარამეტრები:

MPEG-2 HD/SD აუცილებელი, MPEG-4 AVC/H.264 HD/SD უმჯობესია გააჩნდეს ოპცია;

შესასვლელი სიგნალების ფორმატი: 4 x HD/SD SDI;

აუცილებელია გააჩნდეს თითო პროგრამისათვის მინიმუმ 4 სტერეო აუდიო იმბედირებული ბილიკის შეთავსების შესაძლებლობა.

გ.გ.ბ)  გადამცემი სადგური:

სამუშაო დიაპაზონი VHF (174-230 მჰც);

სიხშირული ზოლის სიგანე - 8მჰც;

გადამცემი უნდა იყოს აღჭურვილი ზოლოვანი გამოსასვლელი ფილტრით და უნდა უზრუნველყოფდეს ზოლს გარეშე გასხივების ფარდობას სამუშაო ზოლში გასხივებასთან არანაკლებ 50დბ / ± 2მჰც დაშორებით სამუშაო ზოლის კიდეებისაგან.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად გადამცემი სადგურის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:

ციფრული
სამაუწყებლო
ზონა

პუნქტი

ეფექტურადგასხივებული
სიმძლავრე ERP [kW]

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენისპარამეტრები

ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსი

ჩრდილოეთ
განედი
(N)

აღმოსავლეთ
გრძედი
(E)

დაკიდების
სიმაღლე ±5 (M)

გასხივების
მიმართულება
(მიმართული/არამიმართული)
(D/ND)

პოლარიზაცია
H/V

სატელევიზიოარხი

ცენტრალური
სიხშირე
(MHz)

ზოლისსიგანე
(MHz)

1

GE0252

ოზურგეთი

0.5

41°54'49.4"

41°59'34.7"

50

ND

H

08

194

8

 

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ);

გ.დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყველა დამატებითი საიტის (ჩრდილოვანი ზონების დასაფარად განკუთვნილი საიტების) დაგეგმარებისას მიმართოს კომისიას, რომელიც განახორციელებს შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსისა (თავისუფალი სიხშირული რესურსის არსებობის შემთხვევაში) და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრას;

გ.ე) ლიცენზიის სადისტრიბუციო ქსელის ფარგლებში რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი და/ან რადიოსარელეო კავშირი (გასათვალისწინებელია, რომ დაბალსიხშირულ (10 გჰც-ს ქვემოთ) დიაპაზონებში რადიოსარელეო კავშირისათვის სიხშირული რესურსი შეზღუდულია).  თანამგზავრული კავშირი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეზერვო სადისტრიბუციო ქსელის ასაგებად;

გ.ვ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან  ურთიერთგაცვალონ ელექტრონული გზამკვლევის ყველა შესაბამისი ინფორმაცია (მაუწყებლების სატელევიზიო პროგრამების შესახებ 7 დღის ინფორმაცია) და განათავსონ თავის მულტიპლექსპლატფორმაში. თითოეულ მულტიპლექსპლატფორმაში ელექტრონული გზამკვლევის შესაბამისი ინფორმაციისათვის (PSI/SI)  გამოყოფილი უნდა იქნეს  მინიმუმ 0.8 მგბტ/წმ  გამტარუნარიანობა.

გ.ზ) ლიცენზის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული  ოპერირების წესები, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:http://www.economy.ge/uploads/departamentebi/kavshirgabmuloba/ministry_digital_broadcasting_switchover_action_plan_and_reccomendations_2014_1.pdf

გ.თ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ირჩევენ საქართველოში ციფრული მიწისზედა  მაუწყებლობის ფარგლებში  გამოსაყენებელ პირობითი დაშვების სისტემას(ებს).  სიმულკრიპტი  გამოყენებულ უნდა იქნას რამოდენიმე პირობითი დაშვების სისტემის ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობისათვის. პირობითი დაშვების სისტემას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს  „ჩიპთა“ ერთობლიობის დაწყვილება (chipset pairing);

გ.ი) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები უნდა შეთანხმდნენ პირობითი დაშვების სისტემის ბარათების ერთ სახეობაზე, რომელიც იქნება ერთიანი/უნივერსალური ყველა მიმღებისათვის. აღნიშნული გულისხმობს, რომ საქართველოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელებით გავრცელებული ყველა მომსახურების მიღება უნდა იყოს შესაძლებელი ერთი ბარათის მეშვეობით (პირობითი დაშვების სისტემის ბარათით);

გ.კ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის შესაბამისი „სეთ-თოფ-ბოქსების“ იმპორტის და/ან მომხმარებლისათვის მიწოდების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული მოწყობილობების შემოტანა (მომხმარებლებისათვის მიწოდება), რომელიც შეესაბამება „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ დოკუმენტს „სეთ-თოფ-ბოქსების“ სპეციფიკაციების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://gncc.ge/uploads/other/1/1121.pdf

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ.გ.ბ) ქვეპუნქტში მითითებული  ცხრილით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის ამავე ცხრილით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად გამოყენება;

ბ) 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყოს ქსელის ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო 2018 წლის 20 თებერვლამდე მსურველი მაუწყებლების ქსელში დაშვება და მათი სატელევიზიო სიგნალის გავრცელება;

გ) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს ღია საეთერო და/ან  მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული მაუწყებლების) სატელევიზიო პროგრამების გასავრცელებლად. (შენიშვნა: მაუწყებელთა მხრიდან ღია საეთერო ქსელში დაშვების მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს მულტიპლექსპლატფორმის ფარგლებში არსებული თავისუფალი რესურსი მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული სამაუწყებლო არხების მაუწყებლობის ტრანზიტი) მისაწოდებლად, თუმცა მოცემული გულისხმობს, რომ მიუხედავად ამგვარი უფლებამოსილებისა, ლიცენზიის მფლობელი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებული იქნება, უპირობოდ უზრუნველყოს მსურველი მაუწყებლის ქსელში დაშვება და ღია ეთერით გავრცელება);

დ) ქსელის ექსპლუატაციაში გაშვებამდე 4 კვირით ადრე წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე მოწვევის ოფერტა, სადაც განსაზღვრული იქნება:

დ.ა) ადგილობრივ სამაუწყებლო ზონაში სატელევიზიო კონტენტის ღია ეთერითა და მომხმარებლებისათვის უფასოდ კრიპტო-კოდირებული ფორმით სატელევიზიო კონტენტის 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი დღგ-ს გარეშე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ლიცენზიის მფლობელის მიერ საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებულ ტარიფს - კერძოდ 400 (ოთხასი) ლარს დღგ-ს გარეშე; ტარიფი უნდა მოიცავდეს 24 საათიანი უწყვეტი მომსახურების მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების) ყველა ხარჯს ერთი კალენდარული თვის პერიოდში, გარდა მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდების საფასურისა;

დ.ბ) თითოეულ ადგილობრივ სამაუწყებლო ზონაში სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები და სატელევიზიო სიგნალისა და ელექტრონული გზამკვლევისათვის (EPG) სატელევიზიო გადაცემათა პროგრამების მიწოდების ტექნიკური პარამეტრები;

ე) უზრუნველყოს ქსელის ფარგლებში არსებულ თავისუფალ რესურსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული მაუწყებლების არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯებზე ორიენტირებული/არაუმეტეს საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებული ტარიფით დაშვება და ერთგვაროვანი ხარისხის  მომსახურების სახეების შეთავაზება;

ვ) შექმნას სპეციალური ვებ-გვერდი და უზრუნველყოს აბონენტთა „ონლაინ“ და ცხელი ხაზით მომსახურება;

ზ) უზრუნველყოს მაუწყებლების ციფრულ მიწისზედა სამაუწყებლო ქსელში სავალდებულო დაშვებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება; დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

თ) უზრუნველყოს კორექტირებულ პარამეტრებთან ქსელის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა, იმ შემთხვევაში, თუ კომისია ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის მოქმედების ვადის პერიოდში განახორციელებს ლიცენზიით მინიჭებული  რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) ტექნიკური პარამეტრების კორექტირებას.

3. ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მიერ საკონკურსო წინადადებითა და ლიცენზიით განსაზღვრული პირობების (ვალდებულებების) 2018 წლის 20 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია ექვემდებარება განაღდებას. 

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს                         (მ. ქადეიშვილი):

ა)   სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ)   სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „თავისუფალი მედია სივრცისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ი. ხარებავა).

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2017 წლის 20 იანვრიდან;

7.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ააიპ „თავისუფალი მედია სივრცისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს.შავგულიძე), ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების (მ. ქადეიშვილი), აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების (ი. მახარაძე) და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტებს.         

კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე