საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის № 661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 485 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2017 11:01

მიღების თარიღი ივლისი 20, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 28  ნოემბრის № 661/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/4633-17, 20.06.17) დამატებითი სატელევიზიო რეტრანსლატორის ტელერადიოცენტრის საჩხერის ანძაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე. როგორც წერილშია აღნიშნული მოთხოვნა გამოწვეულია იმის გამო, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდგომ სამაუწყებლო სიგნალის მიღება შეეზღუდათ შემდეგ სოფლებს: დუნთა, ჭორვილა, საიხრე, გორისა, მერჯევი, და იტავაზა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014  წლის 28  ნოემბრის №661/13  გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით შპს ”სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ განესაზღვრა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ძირითადი გადამცემი სადგურის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები. ამ პარამეტრების მიხედვით შპს ”სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიას“ ციფრული სატელევიზიო გადამცემი უნდა განეთავსებინა ქ. ჭიათურაში.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (10/5170-17, 12.07.2017 და 10/4991-17 04.07.2017) თანახმად ციფრულ ფორმატში მიღებული სატელევიზიო სიგნალის და ანალოგური სიგნალის აღწარმოების რადიკალურად განსხვავებული პრინციპების გამო, მთიან რეგიონში ანალოგური სიგნალით მოცული ტერიტორიის ფარგლებში, დიდი ალბათობით მოსალოდნელია ჩრდილოვანი უბნის (უბნების) წარმოქმნა ციფრული სიგნალის გავრცელების დროს, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვლინდა ქ. საჩხერის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქ. საჩხერის სატელევიზიო ანძაზე სატელევიზიო რეტრანსლატორის განლაგების და კომისიის მიერ განსაზღვრული პარამეტრებით ციფრულ ფორმატში ფუნქციონირების შემთხვევაში, მაუწყებლობის სიგნალით დაიფარება ის ჩრდილოვანი ზონა (ქ.საჩხერის მიმდებარე ტერიტორია), რაც არ სცილდება როგორც ანალოგური ასევე ციფრული სიგნალებით მოცულ არეალს და ამ არელის ფარგლებში მდებარეობს. ამავე სამასხურებრივი ბარათის თანახმად ქ. საჩხერის სატელევიზიო ანძაზე სატელევიზიო რეტრანსლატორის განლაგება და ფუნქციონირება შესაძლებელია შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:

გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. საჩხერე, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;

ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 420 20 54.9’’ N; 430 24 14.2 E; 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) - 25±5მ;

ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) - 3 დბ;

პოლარიზაცის სიბრტყე    V/H -  H;                                       

გასხივების დიაგრამა ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წრიული;

UHF  დიაპაზონის  სატელევიზიო არხი - 28 -ე არხი;

დაკავებული  ზოლის სიგანე  (მჰც) - 8 მჰც;

გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 100 ვტ;     

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014  წლის 28  ნოემბრის N 661/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10

შპს სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია

GEO253

ჭიათურა

500

42°17'16.01"

43°15'39.80"

80

ND

H

8

194

8

GEO253

საჩხერე

100

42°20'54.9"

43°24'14.2"

25

ND

H

28

530

8

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიასთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                       მერაბ ქათამაძე