ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 561 / 2

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2017 16:53

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2017

ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/4200-17, 01.06.17 7/5371-17, 20.07.2017წ.) მიმართა ააიპ “რადიო-ტვ ნორმა“ მისი კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია აღნიშნავს, რომ შეცდომა დაუშვა სამაუწყებლო ანძის აგების დროს და დღეის მდგომარეობით ანძის გეოგრაფიული კოორდინატები არ შეესაბამება კომისიის 2015 წლის 8 იანვრის N12/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ კოორდინატებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ “რადიო-ტვ ნორი“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიას 2025 წლის 8 იანვრამდე, კომისიის 2015 წლის 8 იანვრის N12/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 8 იანვრამდე;

დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, სომხური;

ვ) ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარიზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ნინოწმინდა

100.1

FM

V

წრიული

100

41°16'01"N

43°35'19"E

30

 5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ). 

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №515/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 24 აგვისტოს 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/4864-16, 29/06/2017) თანახმად, მიმდინარე წლის 23 ივნისს ქ. ნინოწმინდაში ჩატარებულ იქნა ააიპ „რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამცემისა და გადამცემი ანტენის (ანძის) განლაგების ადგილი (გეოგრაფიული კოორდინატები) არ შეესაბამება ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ  კოორდინატებს   (410 16 01’’ N;  430 35 19’’ E)  და სხვაობითი მანძილი 1375 მ -ია; ამასთან აღსანიშნავია, რომ შეცვლილი კოორდინატებით (410 15 33.85’’ N; 430 36 05.71’’E) განსაზღვრული ადგილიდან, რაც შემოწმების შედეგად არის დადგენილი, №B171 ლიცენზიის პირობების შესაბამისად  გადამცემის  გასხივებული სიგნალით მოცული ტერიტორიის მოხაზულობა, პრაქტიკულად არ განსხვავდება იმ მოხაზულობიდან, რაც  შესაძლებელია შექმნილიყო ლიცენზიით განსაზღვრული კოორდინატებიდან გასხივების შემთხვევაში.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2017 წლის 24 აგვისტოს 15:00 საათზე. სხდომას არ ესწრებოდა           ააიპ „რადიო-ტვ ნორის“ წარმომადგენელი. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა ააიპ „რადიო-ტვ ნორის“  სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მოთხოვნა დასაბუთებულია და შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. კომისიამ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარიზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ნინოწმინდა

100.1

FM

V

წრიული

100

410 15 33.85’’  N;                     430 36 05.71’’E

30

 5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ “რადიო-ტვ ნორისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ “რადიო-ტვ ნორისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ააიპ “რადიო-ტვ ნორისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                     კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                     ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                 მერაბ ქათამაძე