შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 612 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2017 12:01

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2017

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №532/8  გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №444/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისი”.

ამავე გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისს” დაეკისრა  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (419.60 ლარი) 30%-ს - 125.88 (ასოცდახუთი და 88) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 59.96 (ორმოცდაცხრამეტი ლარი და 96) ლარი ანუ 65.92 (სამოცდახუთი და 92) ლარის 2017 წლის 10 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.  

კომისია, აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” მიერ 2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 65.92 (სამოცდახუთი და 92) ლარი.  გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომისიაში წარმოდგენილ იქნა იმავე დღეს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის ნომერი - №6/6635-17 05.09.17).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   52-ე მუხლის,  472-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  კომისიის 2005  წლის 12  დეკემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა“ და კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №532/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია ეგრისს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F104 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 13059მჰც ± 14მჰც; მიმართულება: ქ. სენაკი სტუდია (420 16 12.83’’ N;   420 3 48.08’’E)  - სენაკის სატელევიზიო ანძა (420 1739.66’’ N; 420 341.02’’E); სიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე 0,25 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) გეოგრაფიული არეალი:  ქ. სენაკი;

გ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა: 2027 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით;

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა)  ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების  შესაბამისად გამოყენება;

ბ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;

გ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

3. შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ეგრისმა” უზრუნველყოს №F104 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 293.72 (ორას ოთხმოცდაცამეტი და 72) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300373402;

25.00 ლარი - 2017 წლის 7 ოქტომბრამდე;

25.00 ლარი - 2017 წლის 7 ნოემბრამდე;

25.00 ლარი - 2017 წლის 7 დეკემბრამდე;

25.00 ლარი - 2018 წლის 7 იანვრამდე;

25.00 ლარი - 2018 წლის 7 თებერვლამდე;

25.00 ლარი - 2018 წლის 7 მარტამდე;

25.00 ლარი - 2018 წლის 7 აპრილამდე;

25.00 ლარი - 2018 წლის 7 მაისამდე;

25.00 ლარი - 2018 წლის 7 ივნისამდე;

25.00 ლარი - 2018 წლის 7 ივლისამდე;

25.00 ლარი - 2018 წლის 7 აგვისტომდე;

18.72 ლარი - 2018 წლის 7 სექტემბრამდე;

4. შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ეგრისმა” წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა)   სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ)   სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისთვის” გაგზავნის უზრუნველყოფა (ი. ხარებავა);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისთვის” ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის შესრულებაზე   დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს  საფინანსო  სამსახურს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                             გიორგი ფრუიძე