გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 62 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2017 12:01

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2017

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის  შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობამ საქართველოში  კომისიას მიმართა განცხადებით, (კომისიაში რეგისტრაციის №შ-8/476-17, 18.01.17) მოკლეტალღოვან და მეტრულ ტალღათა დიაპაზონებში საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ქ. ზუგდიდი, ქ. გალი) თვრამეტი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  (UNHCR)  წარმომადგენლობის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატს წარმოდგენილი აქვს „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს  შორის“, რომლის მე-6 მუხლის შესაბამისად,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) სამსახური განთავისუფლებულია რადიო და ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობების სალიცენზიო გადასახადებისაგან.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  „საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან“.

შესაბამისად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს  შორის შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  (UNHCR)  წარმომადგენლობა  განთავისუფლებული უნდა იქნას  „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“   საქართველოს კანონის  მე-7   მუხლის  29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს  შორის შეთანხმების მე-6 მუხლისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობას საქართველოში  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1472  ნებართვა და მიენიჭოს  სიხშირეები  დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე, ერთი წლის ვადით - 2017 წლის 2 თებერვლიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობას საქართველოში  გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში  სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი)  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში  ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე

 

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2017  წლის  2 თებერვლის 62/7  გადაწყვეტილების დანართი

სამუშაო სიხშირეები                       

 

სიხშირე

ქალაქი/მხარე

 

ზოლის სიგანე  (კჰც)

1.

 163.125 მჰც

 158.125 მჰც

 ქ. ზუგდიდი, ქ. გალი

25

25

2.

 163.100 მჰც

 158.100  მჰც

 ქ. თბილისი

25

25

3.

 163.075 მჰც

 158.075 მჰც

 ქ. თბილისი, ქ. ზუგდიდი

 

25

25

4.

 163.050 მჰც

 158.050. მჰც

 ქ. გალი

25

25

5.

 5.007 მჰც,

 5.025 მჰც,

 5.327 მჰც,

 6.260 მჰც,

 6.575 მჰც,

 7.395 მჰც,

 7.439 მჰც,

 7.692 მჰც,

 9.004 მჰც,

 10.180 მჰც

 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

 

5

5

5

5

5

5

5

5

5

5