შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 678 / 24

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2017 10:50

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2017

შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/5614-17, 28.07.2017) მიმართეს შპს „ივერია ქსელმა“ და  შპს „ახალმა ქსელებმა“   შპს „ივერია ქსელის“  სარგებლობაში არსებული  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების  შპს „ახალი ქსელების“ სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.   კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ქსელი” კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის №575/1, 2011 წლის 15 მარტის   №124/2 გადაწყვეტილების მეცხრე პუნქტის და 2017 წლის 17 იანვრის №29/19 გადაწყვეტილებების შესაბამისად ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას № N107 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2017 წლის 12 ოქტომბერი) ქ. ზუგდიდში  5116 სააბონენტო ნომერზე  (25XXXX).  შპს „ახალი ქსელები“ ითხოვს ნუმერაციის რესურსით სარგბლობის ნებართვას თანმიმდევრულ 6000 სააბონენტო ნომერზე (250XXX-255XXX).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზეც 2012 წლის პირველ თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნებართვის გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.8.

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

დაშვებით აღებული: საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

A.M.1

ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

CDMA

 

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up)

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.5

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

B.F.6

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.     

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა -  გეოგრაფიული  ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის;  ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ  - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ივერია ქსელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს,  რომ შპს „ივერია ქსელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ  კომისიაში წარმოდგენილია  შპს „ივერია ქსელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ ერთობლივი განცხადება, შპს „ივერია ქსელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს „ახალი ქსელების“ მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის  და რესურსით სარგებლობის საფასურის - 600 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა,  რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელები”  არ ფლობს ნუმერაციის რესურსს ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ქ. ზუგდიდში, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს,  შპს „ივერია ქსელი“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე ფლობს 1063 აქტიურ აბონენტებს, რომლებიც წინასწარ ინფორმირებული არიან მომსახურების მიმწოდებლის ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 18 სექტემბერს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/7084-17).

კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „ივერია ქსელი“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ფლობდა № N107 ლიცენზიის მოქმედების ვადით 2017 წლის 12 ოქტომბრამდე, შესაბამისად დღეის მდგომარეობით ნუმერაციის რესურსი თავისუფალია და შესაძლებელია აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე გაიცეს ახალი ნებართვა შპს „ახალი ქსელების“ სახელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის  და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა: 

1. მიეცეს შპს „ახალ ქსელებს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N385  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა)  ნუმერაციის რესურსი: 250XXX. 251XXX, 252XXX, 253XXX, 254XXX და 255XXX სულ 6000 (ექვსი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ზუგდიდი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 ოქტომბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2.  ეცნობოს შპს „ახალ ქსელებს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე (2018 წლის 12 ოქტომბრამდე) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს           (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ახალი ქსელებისთვის“ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ახალი ქსელებისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                 მერაბ ქათამაძე