შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №№B158, B164, B165 და B166 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №116/1, 2014 წლის 26 ივნისის №334/1, №335/1 და №336/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 807 / 4

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2017 13:14

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2017

შპსევროპა პლუს თბილისისკერძო მაუწყებლობისB158,  B164, B165 და B166 ლიცენზიები გაუქმებისა და კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №116/1, 2014 წლის 26 ივნისის №334/1, №335/1 და №336/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ევროპა პლუს თბილისმა“ (№7/8362-17, 27.10.2017), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №№B158,  B164, B165 და B166  ლიცენზიების გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვეროპა პლუს თბილისი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის:

ა) №B158 ლიცენზიას კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №116/1  გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა.ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ა.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

ა.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

ა.დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 27 თებერვლამდე;

ა.ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ა.ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ახალციხე სატელევიზიო ანძა

92.1

FM

V

წრიული

500

41°37'48"N

42°57'25"E

35

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ). 

ა.ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;     

ბ) №B164 ლიცენზიას კომისიის 2014 წლის 26 ივნისის №334/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ბ.ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

ბ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

ბ.დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 26 ივნისამდე;

ბ.ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ბ.ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ხაშური

102.3

FM

V

წრიული

500

42°00'09"N

43°33'39"E

25

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ). 

ბ.ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით; 

გ) №B165 ლიცენზიას კომისიის 2014 წლის 26 ივნისის №335/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

გ.ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

გ.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

გ.დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 26 ივნისამდე;

გ.ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

გ.ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. დმანისი

103.8

FM

V

წრიული

500

41°22'38"N

41°12'51"E

50

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ). 

გ.ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით; 

დ) №B166 ლიცენზიას  კომისიის 2014 წლის 26 ივნისის №336/1  გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

დ.ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

დ.ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

დ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ.დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 26 ივნისამდე;

დ.ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

დ.ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ფოთი

102.1

FM

V

წრიული

500

42°11'16"N

41°42'03"E

60

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

 

დ.ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის №739/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპსევროპა პლუს თბილისისკერძო მაუწყებლობისB158, B164, B165 და B166 ლიცენზიები გაუქმებისა და კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №116/1, 2014 წლის 26 ივნისის №334/1, №335/1 და №336/1 ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 14 დეკემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპსევროპა პლუს თბილისის წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კერძო რადიომაუწყებლობის B158,  B164, B165 და B166 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე და მიიჩნია, რომ შპსევროპა პლუს თბილისის მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B158 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის №116/1 გადაწყვეტილება;

2. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B164 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2014 წლის 26 ივნისის №334/1 გადაწყვეტილება;

3. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B165 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2014 წლის 26 ივნისის №335/1 გადაწყვეტილება;

4. გაუქმდეს კერძო რადიომაუწყებლობის №B166 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2014 წლის 26 ივნისის №336/1 გადაწყვეტილება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპსევროპა პლუს თბილისისთვის გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპსევროპა პლუს თბილისისთვის ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპსევროპა პლუს თბილისისთვისჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                           გიორგი ფრუიძე