შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 258 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2018 11:07

მიღების თარიღი აპრილი 26, 2018

შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით         რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1801-18, 10.04.18) და მოითხოვა რადიოსარელეო სიხშირეების 5 წლის ვადით მინიჭება იმ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია წერილის დანართში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

GSM;

WCDMA;

CDMA;

LTE.

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi;

CDMA;

3G;

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

როუმინგული კავშირით  მომსახურება.

 B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით:

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება.               

„ელექტრონული   კომუნიკაციების    შესახებ“  საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, “კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა  ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 24 აპრილის N10/2031-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „მაგთიკომს“ შესაძლებელია მიენიჭოს 2018 წლის 10 აპრილის №შ-7/1801-18 განცხადებით მოთხოვნილი რადიოსარელეო სიხშირეები იმ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც ზემოაღნიშნული განცხადების დანართში (CD ფორმით) არის მითითებული შემდეგი დამატებითი პირობის გათვალისწინებით, კერძოდ: შპს „მაგთიკომის“ მიერ მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსის (სიხშირული წყვილების) გამოყენების  დროს,  შპს „მაგთიკომის“ რადიოსარელეო სადგურების  მხრიდან,  შესაბამისი ლიცენზიების ან/და მინიჭების საფუძველზე მოქმედი ობიექტების  მიმართ რაიმე სახის რადიოხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში,  შპს „მაგთიკომს“ განესაზღვროს  ვალდებულება,  შექმნილი  რადიოხელშეშლების აღმოფხვრის მიზნით,  განახორციელოს სიხშირის ან სხვა საჭირო პარამეტრის ცვლილება, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად და შეთანხმებით.   

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ  კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (სამასახურებრივი ბარათი N10/2030-18 24.04.2018) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის 5 წლის ვადით (2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 854,010.31 ლარი. აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 183,658.13 ლარს; მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 268,140.87 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 134,070.43 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 134,070.43 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 134,070.43 ლარს.

ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ  2018 წლის 24 აპრილს შპს „მაგთიკომს“ გაეგზავნა წერილი N16/1375-18, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური 183,658.13 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2018 წლის 26 აპრილამდე, ვინაიდან სიხშირეების მინიჭების საკითხის განხილვა დაგეგმილი იყო კომისიის 2018 წლის 26 აპრილის სხდომაზე. 2018 წლის 25 აპრილს შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება 2018 წლის 1 მაისამდე იმის გამო, რომ წერილში მითითებულ მოკლე ვადაში ვერ ახერხებდა თანხის ჩარიცხვას კომისიის ანგარიშზე (წერილი N6/2057-18, 25.04.18)   

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 26 აპრილის სხდომაზე იმსჯელა შპს „მაგთიკომის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 2018 წლის 26 აპრილის სხდომაზე, ხოლო სიხშირული რესურსით სარგებლობის პირველი კალენდარული წლის საფასურის - 183,658.13 ლარის გადახდის ბოლო ვადად  2018 წლის 1 მაისის განსაზღვრა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  71 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიენიჭოს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საბაზო სადგურებს შორის  მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 854,010.31 (რვაასორმოცდათოთხმეტი ათას ათი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;         

3. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 854,010.31 (რვაასორმოცდათოთხმეტი ათას ათი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;

მიმღების ბანკი - სს თიბისი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული პირებისთვის.

პირველი კალენდარული წლის საფასური 183,658.13 ლარი - 2018 წლის პირველ მაისამდე;

მეორე კალენდარული წლის საფასური 268,140.87 ლარი - 2019 წლის 20 იანვრამდე;

მესამე კალენდარული წლის საფასური 134,070.43 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე;

მეოთხე კალენდარული წლის საფასური 134,070.43 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე;

მეხუთე კალენდარული წლის საფასური 134,070.43 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე.

4.შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

5. შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია, წინამდებარე გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსის (სიხშირული წყვილების) გამოყენების დროს, შპს „მაგთიკომის“ რადიოსარელეო სადგურების მხრიდან, შესაბამისი ლიცენზიების ან/და მინიჭების საფუძველზე მოქმედი ობიექტების მიმართ რაიმე სახის რადიოხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში, შექმნილი რადიოხელშეშლების აღმოფხვრის მიზნით, განახორციელოს სიხშირის ან სხვა საჭირო პარამეტრის ცვლილება, კომისიის მოთხოვნის შესაბამისად;

6.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მაგთიკომისთვის“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების  მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

7. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8.დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) შპს „მაგთიკომისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“  ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;   

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

11.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე