შპს „მედია ჯგუფის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 27 აპრილის N289/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 490 / 2

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2018 10:52

მიღების თარიღი აგვისტო 16, 2018

შპს   „მედია ჯგუფის“   მაუწყებლობის   ავტორიზაციის   მოდიფიცირებისა და   კომისიის   2017   წლის 27 აპრილის N289/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „მედია ჯგუფმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3682-18,  03/08/2018 და №შ-7/3780-18, 08/08/2018) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5044, 27/04/2017) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (მუსიკალური/გასართობი) მაუწყებლობის განხორციელება. ასევე, კომპანიას აღარ სურს გავრცელდეს  თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია ჯგუფი“ ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობის სფეროში (BR-5044, 27/04/2017), კომისიის 2017 წლის 27 აპრილის N289/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, აზერბაიჯანული, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);

ვ.ბ)ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); 

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2017 წლის 20 მაისამდე;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა)  თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

თ.ბ)ინტერნეტი - უფასო;

თ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომას არ ესწრებოდა შპს „მედია ჯგუფის“  წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის 2017 წლის N289/1 გადაწყვეტილებაში და მოდიფიცირდეს შპს „მედია ჯგუფის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5044, 27/04/2017).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს „მედია ჯგუფის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5044, 27.04.2017), შევიდეს ცვლილება   კომისიის 2017 წლის 27 აპრილის N289/1 გადაწყვეტილებაში და  გადაწყვეტილების პირველი პუნქტის   გ) და ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური/გასართობი) ტელემაუწყებლობა;

ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);“ 

2. შპს „მედია ჯგუფი“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მედია ჯგუფისთვის“  გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „მედია ჯგუფისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მედია ჯგუფისთვის“  ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი  და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის   აპარატის   აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტს   (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე