შპს „მედია ჯგუფის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 512 / 2

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2018 16:03

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2018

შპს „მედია ჯგუფის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3091-18, 29.06.18; №შ-7/2527-18, 23.05.18; №შ-7/2153-18, 30.04.18) მიმართა შპს „მედია ჯგუფმა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. როგორც წერილებშია აღნიშნული პრობლემებია ტერიტორიის დაფარვასთან დაკავშირებით, კერძოდ არის ადგილები სადაც რელიეფიდან გამომდინარე მათი სიგნალი ვერ ვრცელდება. შესაბამისად კომპანიას სურს გადამცემის გადატანა ამირანის მთაზე განთავსებულ 60 მეტრი სიმაღლის ანძაზე (გეოგრაფიული კოორდინატები - 410 23 50.04’’ N;  430 29 54.4’’ E). აღნიშნული ანძა განთავსებულია შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ ანძის გვერდით. გადამცემის დაკიდება მოხდება მიწის ზედაპირიდან 30 მეტრზე.  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მედია ჯგუფი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებით  განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, სომხური;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ახალქალაქი

106.2

FM

V

წრიული

250

41°20'51.72"N

43°25'34.37"E

30

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს №457/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 6 სექტემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას  არ ესწრებოდა შპს „მედია ჯგუფის“  წარმომადგენელი.

 კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-10/3487-18, 24/07/2018) თანახმად, ახალ (შეცვლილ) კოორდინატებზე (410 23 50.04’’ N; 430 29 54.4’’ E), გადამცემის გადატანის და ყველა სხვა პარამეტრების შენარჩუნების შემთხვევაში, გასხივებული სიგნალით დაფარული ტერიტორიის (ზონის) მოხაზულობა უმნიშვნელოდ განსხვავდება ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, გასხივებული სიგნალით დაფარული ტერიტორიის მოხაზულობისგან. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ძველ და ახალ კოორდინატებს შორის  8 კმ  მანძილის  მიუხედავად, ახალ კოორდინატებზე (410 23 50.04’’ N;  430 29 54.4’’ E), გადამცემის გადატანის შემთხვევაში მკვეთრად გაუმჯობესებულია, არსებული ჩრდილოვანი ზონების მაუწყებლობის დამაკმაყოფილებელი დონის სიგნალით შევსების  პირობები.

კომისია სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ახალქალაქი

106.2

FM

V

წრიული

250

410 23 50.04’’ N;  430 29 54.4’’ E

30

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მედია ჯგუფისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მედია ჯგუფისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „მედია ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ  ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე