შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B167 ლიცენზიის შპს ”ქართული რადიოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 514 / 5

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2018 16:05

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2018

შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს” კერძო მაუწყებლობის №B167 ლიცენზიის შპს ”ქართული რადიოსთვის”  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 26 ივლისს კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტრომ” (ს/კ 405002900) და შპს „ქართულმა რადიომ“ (ს/კ 200221991) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3555-18) შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს” მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №167 ლიცენზიის შპს ”ქართულ რადიოზე” გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტრო” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B167 ლიცენზიას კომისიის 2014 წლის 26 ივნისის N333/1  გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 26 ივნისამდე;

დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარიზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ქ. ბათუმი

90,9

FM

V

წრიული

500

41°41 38" N 41°42 55” E

20

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს „ქართული რადიოს“ დირექტორი და 60%-იანი წილის მფლობელია მამუკა ღლონტი (პ/ნ01030002634), ხოლო 40%-იანი წილის მფლობელია ეკატერინე აკობია (პ/ნ 01024023515). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ შპს „ქართული რადიო“, ან/და მისი დირექტორი და ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „ქართული რადიოს“ პარტნიორების მამუკა ღლონტის (პ/ნ01030002634) და  ეკატერინე აკობიას (პ/ნ 01024023515) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge), გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „ქართული რადიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B90 და №B141 ლიცეზიებს, რომლებიც ითვალისწინებენ საერთო რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში.       

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ გადამოწმდა შპს „ქართული რადიოს“ და ფიზიკური პირების მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით მამუკა ღლონტი წარმოადგენს    შპს „ქართული რადიოს“ 60%-იანი წილის მფლობელს, შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს” 100%-იანი წილის მფლობელს და შპს „სტუდია მაესტროს“ 15%-იანი წილის მფლობელს. ეკატერინე აკობია წარმოადგენს შპს „ქართული რადიოს“ 40%-იანი წილის მფლობელს და შპს „სტუდია მაესტროს“ 5%-იანი წილის მფლობელს. შპს „ქართული რადიოს“ აფილირება სხვა ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებთან არ დგინდება. შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტრო” კერძო მაუწყებლობის №B167 ლიცენზიის გარდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას ან ლიცენზიას არ ფლობს. შპს „სტუდია მაესტრო“ წარმოადგენს საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 სექტემბერს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს”  და შპს „ქართული რადიოს“ წარმომადგენელი ილია კიკაბიძე. კომისიის სხდომაზე ილია კიკაბიძეს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. მან საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს ”ქართული რადიოს”, დირექტორი და ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს” მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B167 ლიცენზიის შპს ”ქართული რადიოსთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B167 ლიცენზიის შპს ”ქართული რადიოსთვის” გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს” მიეცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს” მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B167  ლიცენზიის შპს „ქართული რადიოსთვის“ გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს ”ქართულმა რადიომ” კერძო მაუწყებლობის №B167 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს შპს ”ქართულ რადიოს”, რომ შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროს” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B167 ლიცენზიის შპს ”ქართული რადიოსთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს შპს ”ქართული რადიოს” მიერ კერძო მაუწყებლობის №B167 ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (მ. ქადეიშვილი);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს ”ქართული რადიოსთვის“ და შპს ”ტვ-სახელოსნო მაესტროსთვის” გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ  ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე